reportiori.ge - სტალინის ოხუნჯობები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 11:56
სხვადასხვა
სტალინის ოხუნჯობები
ავტორი:
24 იანვარი, 2015. 12:15

 

 


1-ერთხელ სტალინს მოახსენეს რომ მარშალმა როკოსოვკიმ გაიჩინა საყვარელი, ის გახლდათ ცნობილი ულამაზესი მსახიობი-ვალენტინა სეროვა.

 


-რა მოვუხერხოთ ახლა ამ ამბავს?-ჰკითხეს ბელადს. სტალინმა პირიდან ყალიონი გამოიღო, ცოტა დაფიქრდა და უპასუხა: -რა მოვუხერხოთ..რა მოვუხერხოთ და უნდა შეგვშურდეს...




2-სტალინი კუნცევოს აგარაკზე ხეივანში დასეირნობდა საქართველოს ცკ პირველ მდივან აკაკი მგელაძესთან ერთად, სტალინმა მგელაძეს მოსკოვში მოყვანილი ლიმონი შესთავაზა:-გასინჯე, აქ მოსკოვში მოყვანილი ლიმონი!..და ასე საუბრის დროს რამდენჯერმე გაუმეორა."მიირთვი ლიმონი".....როგორც იქნა მგელაძეს გონება გაეხსნა და სტალინს უპასუხა:-ამხანაგო სტალინ, პირობას გაძლევთ რომ 7 წელიწადში საქართველო მთელს ქვეყანას მოამარაგებს ლიმონით.



-მიხვდა როგორც იქნა!-ჩაილაპარაკა სტალინმა.

 

 

 

 


3-1942 წელს სტალინთან დაიბარეს საარტილერიო დანადგარის კონსტრუქტორი ვასილი გრაბინი.


-თქვენმა ქვემეხმა ქვეყანა გადაარჩინა, რომელი პრემია გსურთ გადმოგცეთ, სოციალისტური შრომის გმირის თუ სტალინური პრემია?-ჰკითხა სტალინმა,


-ჩემთვის სულერთია იოსებ ბესარიონის ძევ-უპასუხა გრაბინმა.


გრაბინს ორივე გადასცეს.


4-გენერალ ბაგრამიანის ჯარი ბრძოლით ბალტიის ზღვაზე გავიდა, სომეხმა სარდალმა პათეთიკურად ბალტიის ზღვიდან ბოთლით წყალი აიღო, თავის ადიუტანტს გადასცა და უთხრა:-გაფრინდი მოსკოვში და ეს ბოთლი პირადად სტალინს მიართვი და თან მოახსენე, რომ ბალტიის ზღვა ჩვენია.


მაგრამ ვიდრე ადიუტანტი მოსკოვში ჩაფრინდა, გერმანელებმა კონტრიერიში განახორციელეს და ბალტიის ზღვის სანაპირო ისევ ხელთ იგდეს.


ამის შესახებ უკვე იცოდნენ მოსკოვში, ადიუტანტმა ამაყად შეაბიჯა სტალინის კაბინეტში და მთავარსარდალს მოახსენა:-ამხანაგო სტალინ! გენერალი ბაგრამიანი გიგზავნით ბალტიის წყლით სავსე ბოთლს!


სტალინმა ბოთლი გამოართვა, ცოტა ხანი ხელში ატრიალა და ადიუტანტს უთხრა:-უკან დაუბრუნე ბაგრამიანს, უთხარი რომ დაე უკან ჩაღვაროს ბალტიის ზღვაში.


5-1939 წელს უყურებდნენ ფილმს "მატარებელი მიემგზავრება აღმოსავლეთში", (სტალინს უყვარდა ფილმები, თან კოლექტიურად უყურებდნენ), ფილმი საკმაოდ მოსაწყენი იყო, ფილმში მატარებელი სადგურზე გაჩერდა, სტალინმა იკითხა:-რა სადგურია ეს?


-დემიანოვკა-უპასუხეს.


-ჰოდა აი აქ ჩამოვალ-თქვა სტალინმა და დარბაზიდან გავიდა.


 


6-თავიდან გეგმაში იყო ГАЗ М-20-ისთვის "სამშობლო"(Родина) დაერქვათ, გაიგო რა ამის შესახებ სტალინმა ირონიულად ჩაილაპარაკა:"მერე ვის უნდა მივყიდოთ სამშობლო?", ავტომობილს საწრაფოდ შეუცვალეს სახელი და საბოლოოდ "Победа"(გამარჯვება) დაარქვეს.




7-ერთხელ ერთ-ერთმა საზღვარგარეთელმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა:"რატომაა სომხეთის გერბზე არარატის მთა გამოსახული?ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება".სტალინმა უპასუხა:"თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული და არც მთვარე იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე".




8-უკრაინის სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი პოლიტბიუროში გამოიძახეს,


-მოხსენება როგორ გავაკეთო მოკლედ თუ დაწვრილებით?-იკითხა კომისარმა. ---როგორც გინდა, გინდა მოკლედ, გინდა დაწვრილებით-უპასუხა სტალინმა-მხოლოდ იცოდე რეგლამენტი 3 წუთია.




9-სტალინი სტანისლავსკის თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად მივიდა, მას სტანისლავსკი დახვდა, ხელი გაუწოდა და უთხრა"ალექსეევი!", (ანუ სტანისლავსკის ნამდვილი გვარი), "ჯუღაშვილი"-უპასუხა სტალინმა და სავარძელზე მოკალათდა.




10- მეკავშირეები ბჭობდნენ თუ რა ექნათ გერმანული ფლოტისთვის, სტალინმა შესთავაზა გაეყოთ, ხოლო ჩერჩილმა შემხვედრი წინადადება წამოაყენა:"ჩავძიროთ".


"თქვენ თქვენი წილი ჩაძირეთ"-უპასუხა სტალინმა.





 

(წყარო: intermedia.ge)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016