reportiori.ge - ყავა ბედნიერებას განიჭებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:27
სხვადასხვა
ყავა ბედნიერებას განიჭებთ
ავტორი:
24 იანვარი, 2015. 17:24



იშვიათია ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ყავა არასოდეს დაულევია. უკანასკნელი მონაცემებით, ყოველ დღე მსოფლიოში 760 მილიარდი ჭიქა ყავა ისმევა.



როგორც ირკვევა, ყავა კარგია ტვინისა და კანისათვის. მას შეუძლია, რიგი დაავადებებისგან დაიცვას თქვენი სხეული.



1. ყავა ანტიოქსიდანტების ძირითადი წყაროა - არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ისეთი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, როგორც ყავა. ამ სასმელით თქვენი ორგანიზმი მათ უფრო მეტი რაოდენობით იღებს, ვიდრე ხილით და მწვანე ჩაით.



2. მხოლოდ ყავის სუნსაც კი შეუძლია სტრესის დონის შემცირება - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავას შეუძლია სტრესთან ბრძოლა, რომელიც გამოწვეულია ძილის უკმარისობით. ცუდია, რომ ეს ყველაფერი სტრესის სხვა სახეობებზე არ ვრცელდება.



3. ყავას შეუძლია, შეამსუბუქოს პარკინსონის დაავადების სიმპტომები - დაკვირვებებით დადგინდა, რომ ადამიანები, რომელებიც ყავას ყოველ დღე სვამენ, ნაკლებ ავადდებიან პარკინსონით. ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვს ეს დაავადება, ყავის მიღების შემთხვევაში ნაკლებ ემუქრებათ სიმპტომების პროგრესირება.



4. ყავა სასარგებლოა ღვიძლისათვის (განსაკუთრებით, თუკი ალკოჰოლის მომხმარებელი ხართ) - ადამიანებს, რომლებიც დღეში 1 ჭიქა ყავას მაინც სვამენ, ნაკლებ ემართებათ ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებები. ამ ორგანოს დაზიანებას, რომელიც ალკოჰოლის მიღებით არის გამოწვეული, ყავა 20 პროცენტით ამცირებს.


5. ყავა ბედნიერებას განიჭებთ - ადამიანები, რომელიც დღეში 4 ჭიქა ყავას სვამენ, თავს 10 პროცენტით ნაკლებ დაჩაგრულად გრძნობენ. ეს იმის გამო ხდება, რომ კოფეინი თავისებური ანტიდეპრესანტის როლს თამაშობს, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას.



6. ყავა ამცირებს თვითმკვლელობათა რიცხვს - ამბობენ, რომ 2-დან 4 ჭიქამდე ყავა ამცირებს თვითმკვლელობათა რიცხვს 50 პროცენტით.



7. ყავა ამცირებს კანის კიბოთდაავადების რისკს ქალებში - ქალები, რომელიც დღეში 3 ჭიქა ყავას სვამენ, ნაკლებ ავადდებიან კანის კიბოთი.



8. ყავა დაგეხმარებათ სპორტში წარმატების მიღწევაში - სწავლულები და სპორტსმენები ერთხმად აღნიშნავენ, რომ შეჯიბრის ან ვარჯიშის წინ ერთი ჭიქა ყავის დალევა აუმჯობესებს მიღწეულ შედეგებს. განსაკუთრებით ისეთ სპორტში, როგორიცაა სირბილი და ველოსპორტი.



9. ყავა ხელს უშლის მესამე ტიპის დიაბეტით დაავადებას - ადამიანებს, რომლებიც სვამენ დღეში 4 ჭიქა ყავას, მესამე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკი 30 დან 50 %-მდე უმცირდებათ. ყოველი დამატებითი ჭიქა კიდევ 7 %-ით ამცირებს რისკს.



10. ეს სასმელი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას - ყავა ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების რისკს და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას.



11. ყავა უფრო ჭკვიანს გხდის - ყავას ჩვეულებრივ მაშინ სვამთ, როდესაც დაძინება არ გინდათ, არა? მართალი ბრძანდებით, მაგრამ გარდა იმისა, რომ კოფეინი გამოგაფხიზლებთ, იგი დაგიჩქარებთ რეაქციებს და გაგიმახვილებთ ყურადღებას.



წყარო - aww.ge



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016