ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის დაწყებამდე კანდიდატებმა პატიმრობაში მყოფი სამეგროლო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას, ოჯახის წევრები მოინახულეს. ,,თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაშია პატრიოტი ოჯახი და როგორ აქებენ, მაგალითად, ბედუკაძეს. აი,ეს ზნეობრივი ჩანაცვლება მოხდა. ყველა მოქალაქის ვალია არ დაუშვას, გუნავას ჩანაცვლება ბედუკაძით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,- განაცხადა პარლამენტარმა, შოთა მალაშხიამ. ,,ის რომ თენგო გუნავა დღეს ციხეშია, სახელწიფოს წინააღმდეგ ამბოხებასა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში უამრავი ბრალდებული კი, ციხეებიდან გამოუშვეს, აჩვენებს ამ ხელისუფლების სახეს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, შეუძლებელია ასეთი მდომარეობა დიდხანს გაგრძელდეს,-აღნიშნა პრაიმერის კიდევ ერთმა მონაწილემ, ზურაბ ჯაფარიძემ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს სასამართლომ 12 ივლისს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა-მითვისებისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.