reportiori.ge - ირაკლი ფირცხალავა ცდილობს მის მიმართ არსებული ბრალდებები მთელი ქართული პოლიციის მიმართ მიმართულ კრიტიკად გაასაღოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ფირცხალავა ცდილობს მის მიმართ არსებული ბრალდებები მთელი ქართული პოლიციის მიმართ მიმართულ კრიტიკად გაასაღოს!
ავტორი:
25 იანვარი, 2015. 23:59


 

დღეს ირაკლი ფირცხალავამ, პროპაგანდის კანონების თანახმად, თავისი პარადული ფორმა ჩაიცვა, მედლებითა და ვერცხლისფერი ძეწკვით გამშვენებული გამოგვეცხადა, ფონად კედელზე უხვად გაკრული სერტიფიკატები მიმოფინა, და ამას საკმაოდ გამჭვირვალე მიზეზი და მიზანი აქვს - იგი ცდილობს, რომ ქართული პოლიციის განსახიერებად წარმოაჩინოს თავი, მის მიმართ არსებული ბრალდებები მთელი ქართული პოლიციის მიმართ მიმართულ კრიტიკად გაასაღოს და ყოველ პოლიციელს უთხრას - მე რომ მესხმიან, ხვალ თქვენს დაგესხმებიან, თუ მე ჩამსვამენ - მერე თქვენი ჯერიც მოვაო!



სწორედ ამიტომ გაიხსენა მოკლული და დაჭრილი პოლიციელები, სწორედ ამიტომ ადანაშაულებს პოლიტიკოსებს პოლიციელების ბედის მიმართ გულგრილობაში! სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს, მუნდირს არ შეეხოთო!



მაგრამ აშკარაა, რომ ირაკლი ფირცხალავა არ არის და ვერც იქნება ქართული პოლიციის სახე! იგი არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ლამის გესტაპოდ ქცეული პოლიტიზებული მონსტრის სახე, იმ მონსტრისა, რომლისთვის "ნორმალური" იყო ჯერ ეჭვმიტანილთა მიმართ სპეცოპერაციის დაგეგმვა და მხოლოდ მეორე დღეს - სათანადო დოკუმენტის გაფორმება... რომლისთვის "ნორმალური" იყო ეჭვმიტანილების ადგილზე ლიკვიდაცია და ნულოვანი ტოლერანტობა... რომლისთვის "ნორმალური" იყო ქალაქის ცენტრში დღისით-მზისით 800 ტყვიით 3 ეჭვმიტანილის განადგურების გარდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება... რომლისთვის "ნორმალური" იყო ის, რომ ადამიანებს იოლად მკვლელობას და ღალატს აკიდებდნენ და ფიზიკურად ან მორალურად გაანადგურებდნენ, ხოლო შემდეგ არაფერს გამოიძიებდნენ და დაადასტურებდნენ... - აი, ვისი და რისი სახეა ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ერთდროულად ამ მონსტრის სახეც არის, პროდუქტიც და მსხვერპლიც...



ქართული პოლიციის ნამდვილი სახე იყვნენ ის პოლიციელები, რომლებმად 1989 წლის 9 აპრილს ხალხი დაიცვეს საბჭოთა ჯარის ვანდალიზმისგან, ქართული პოლიციის სახეები იყვნენ ის გმირი პოლიციელები, ვინც 1992-93 წლებში და 2008 წელს რუსული აგრესიისგან იცავდნენ სამშობლოს, ქართული პოლიციის სახე იყო ირაკლი ქუთათელაძე, რომელმაც 2007 წელს საკუთარი სიცოცხლის ფასად გოგონა მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა... - მათ, შეიძლება, არ ჰქონდათ ამდენი სერტიფიკატი კედელზე და ასეთი ბრჭყვიალა ძეწკვი სამხრეულთან, მაგრამ მათ ჰქონდათ ის, რასაც, სამწუხაროდ, ირაკლი ფირცხალავა ვერაფრით გაიგებს - სიცოცხლის დაცვის, და არა - ადგილზე მოსპობის, იმპერატიული სურვილი...



როცა ამ გადაცემას ვუყურებდი, ჩემთვის იმ მომენტში ძალიან მძიმე იყო იმის გააზრება, რომ ამ ადამიანს ნაცური გონორით, და არა - საკუთარი ბრალის კაცურად გააზრებითა და მონანიებით სურს გააგრძელოს არხეინად ცხოვრება... ამას არც კედელზე გაკრული სერტიფიკატები შველის და არც - საპარადო ფორმაზე ჩინ-მედლების გამოფენა ...




სოლომონ თერნანელი


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016