მთავარი თემა
ილია მეორე: შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს სიმდიდრე, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყოს მისთვის
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
26 იანვარი, 2015. 03:56
ლოცვა, მარხვა და მოწყალება არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანის თანამგზავრი უნდა იყოს", - ბრძანებსსრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.
როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, სწორედ ეს სამი რამ დაეხმარება ადამიანს მის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაში.
„მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს, მაგრამ ეს განსაცდელი ხშირად მოჩვენებითია. ხშირად ისეთია, რომელიც შეიძლებადაძლეულ იყოს და დაძლეულ იყოს არა ჩვენი საქმით, არამედ ლოცვით, მარხვით, მოწყალებით. ყველაზე ძლიერისაშუალება, ყველაზე ძლიერი იარაღი ბოროტების წინააღმდეგ არის ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაცემა. ამიტომყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს უკანასკნელ დღეზე, უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა უნდა წაიღოს ამ ქვეყნიდან. შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს მთელი ქვეყნის სიმდიდრე, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო შეიძლება იყოს მისთვის. ამიტომ ესსამი რამ - ლოცვა, მარხვა და მოწყალება უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი. ეს არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც შეეწევაადამიანს ამ ქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც მისი შემწე და დამხმარე იქნება", - ბრძანა პატრიარქმა.
10 თებერვალი, 2016. 09:03
09 თებერვალი, 2016. 15:26
31 იანვარი, 2016. 03:18
21 იანვარი, 2016. 04:35
07 იანვარი, 2016. 04:05
28 დეკემბერი, 2015. 21:33
26 დეკემბერი, 2015. 05:34
22 დეკემბერი, 2015. 17:57
22 დეკემბერი, 2015. 03:31
22 დეკემბერი, 2015. 03:30
21 დეკემბერი, 2015. 00:28
17 დეკემბერი, 2015. 02:12
17 დეკემბერი, 2015. 02:12
15 დეკემბერი, 2015. 10:50
15 დეკემბერი, 2015. 10:47
08 დეკემბერი, 2015. 03:25
08 დეკემბერი, 2015. 03:17