"ზეპირად ვიცი, შვილი ვინ მომიკლა, ვინ განახორციელა საკონტროლო გასროლა, რა ხდება ვინმფარველობს, ვინ აფინანსებს მათ. "პოლიციელთა ლიგა" რომ შეიქმნა, პოლიციელების უფლებებს რომიცავენ ვითომ, იქ ეს ზონდერები არიან მოკალათებული და ვინ აფინანსებს მათ?! დღევანდელიხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები აფინანსებენ. არ გაინტერესებთ ვინ არიან მაგლიგაში? ნახეთ, შეამოწმეთ" - თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში იური ვაზაგაშვილიპოლიციელთა ლიგას ხშირად ახსენებდა და ამ საკითხით დაინტერესებას ითხოვდა.
რას წარმოადგენს აღნიშნული ლიგა და ვისზე საუბრობდა იური ვაზაგაშვილი?
"აიპრესის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი საუბრობდა "სამართალდამცავთა ლიგაზე", რომელიც სწორედ იმ მაღალჩინოსნების დაფუძნებულია, რომელსაც ის თავის ინტერვიუებში ახსენებდა. "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი მაღალჩინოსნების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ფონდში "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა" დაცვის მიზნით გაერთიანდნენ, ასეთია:
ლევან გვაზავა - ვანო მერაბიშვილის მოადგილე
ირაკლი ფირცხალავა - კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, შემდეგ აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე (ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს)
ბახვა ჩიქობავა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი (ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს)
ირაკლი ქადაგიძე - შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი
მიხეილ აბულაძე -ქვემო ქართლის პროკურორი (ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის დროს)
დავით იაშვილი - კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს)
კახაბერ ნაკანი - სპეცრაზმის ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილის ორგზის ღირსების ორდენოსანი.
ააიპ "სამართალდამცავთა ლიგა" 2013 წლის 21 თებერვალს შეიქმნა და ხელმძღვანელი გენერალ მაიორი ლევან გვაზავა გახლავთ.
რაც შეეხება დამფუძნებლების მიზნებს, სხვა ჩამონათვალს შორის ვკითხულობთ:
1.კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება 2.ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა 3.საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და დანერგვა ადამიანის უფლებათა სფეროში 4.მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და მის სრულყოფაზე ზრუნვა 5.სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან დაშავებული სამართალდამცავთა და მათი ოჯახების სამართლებრივი უფლებების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა 6. სპეციალური ფონდის შექმნა 7. გრანტების მოძიებადა გაცემა...
ზემოთ ჩამოთვლილი პირებიდან ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეში ფიგურირებენ.მათ სხვა პირებთან ერთად საქართველოს პროკურატურამ 2013 წლის 2აგვისტოს ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალი სხვადასხვა მუხლით წაუყენა: თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფაში.
პროკურატურის განმარტების მიხედვით: "ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა , ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე.
აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ მიქაძემ, ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ, ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. სწორედ ამიტომაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა."
რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, ის შსს-მ 2012 წლის 4 დეკემბერს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებით დააკავა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისთვის პატიმრობა არ შეუფარდებიათ და ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
რაც შეეხება ყოფილ პროკურორს, მიხეილ აბულაძეს, მას დვოკატი მამუკა ნოზაძე რეპრესიაში ადანაშულებდა. 2006 წელს კი აბულაძეს უფლებამოსილება დროებით შეჩერებული ჰქონდა, რის მიზეზიც გორში გამომავალი გაზეთის ჟურნალისტის მიერ წაყენებული ბრალდება გახდა. "თრიალეთის" რედაქტორი მას სექსუალური ძალმომრეობის მცდელობაში ადანაშაულებდა. თუმცა, საქმეზე არარსებული მტკიცებულებების გამო ის მალევე აღადგინეს სამსახურში. შიდა ქართლის საოლქო პროკურორობიდან ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად გადაიყვანეს.
რაც შეეხება ირაკლი ქადაგიძეს, იური ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ კორტების სპეცოპერაციას ოფიციალურად ირაკლი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა, ირაკლი ფირცხალავა კი უშუალო აღმასრულებელი იყო.
რაც შეეხება კახაბერ ნაკანს, ჩვენი ინფორმაციით ის სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა, რომელშიც საკუთარი მეგობრები და ახლობლები ჰყავდა გაწევრიანებული და ის ცნობილი იყო "ნაკანის სპეცრაზმის" სახელწოდებით.
მთავარი კითხვა კი, რომელსაც იური ვაზაგაშვილი სვამდა - "ვინ აფინანსებს მათ?" - დღემდე ღია რჩება...
(წყარო: ipress.ge)