"ოქტომბრის შემდეგ ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა შეიცვლებოდა, მაგრამ რუსეთი არ იცვლება _ მგელი მგლობას არ იშლის,"-ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ორი მილიარდი დოლარი აქვს მიცემული, რის გამოც, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მას ყველაფერი უნდა "დაუთმოს". ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, "დათმობაში" ორი რამ იგულისხმება - საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკურად და მორალურად განადგურება და ყველაფერ იმაზე დათანხმება, რასაც ყოფილი ხელისუფლება არ თანხმდებოდა.
„წინა მთავრობა რომ დარჩენილიყო, შეიძლება უფრო მეტად წავსულიყავით წინ, ვიდრე დღეს ვართ, რადგან რუსეთი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს არსებულ მთავრობას რამე უნდა დაუთმოს." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ისევ პროვოკაციებს მიმართავს და საქართველოს საერთაშორისო არენაზე ძირს უთხრის.