reportiori.ge - მამის წერილი პატარა ქალიშვილს, მომავალი ქმრის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 12:13
სხვადასხვა
მამის წერილი პატარა ქალიშვილს, მომავალი ქმრის შესახებ
ავტორი:
26 იანვარი, 2015. 13:42


ფსიქოლოგი კელი ფლანგანი თავის ბლოგზე პატარა ქალიშვილს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სწერს. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წერილს, რომლის გათვალისწინებაც ყველა გოგონასთვის მნიშვნელოვანია.


პატარავ, ცოტა ხნის წინ, შენს დედიკოსთან ერთად, რაღაცას ვეძებდი Google-ში. შემთხვევით გამოჩნდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შეკითხვების ჩამონათვალი, რომლის სათავეში იყო კითხვა: როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი". გაოცებულმა გადავხედე რამდენიმე სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი ყოველთვის სექსუალურად; როდის ჯობს, მიუტანოს მამაკაცს ლუდი, როდის - სენდვიჩი და როგორ გახადოს იგი ჭკვიანი და მაგარი. გავბრაზდი.

 

ჩემო პატარავ, ეს არასწორი მიდგომაა - შენ არასდროს გექნება ასეთი ამოცანა  შეინარჩუნო მამაკაცი". შენი ერთადერთი ამოცანაა, გახსოვდეს, რომ კარგი ადამიანის სიყვარულს იმსახურებ. ეს რწმენა გულის სიღრმეში გქონდეს, იქ, სადაც ვერ შეაღწევს ჩავარდნები, დანაკარგი და ეგოიზმი, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ვხვდებით (თუკი გემახსოვრება, რომ არა მხოლოდ შენ, არამედ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს, ცხოვრების ომი მოგებულად ჩათვალე. თუმცა, ეს სხვა წერილის თემაა).

 

თუ დაიჯერებ, რომ ღირებული ხარ, მოხიბლავ ბიჭს, რომელიც დაგაფასებს და რომელსაც მოუნდება, მთელი თავისი ცხოვრება შენს უფრო და უფრო ძლიერად შეყვარებას მიუძღვნას.

 

პატარავ, მინდა, მოგითხრო ბიჭზე, რომელსაც შენარჩუნება არ დასჭირდება, რადგან თავად მოისურვებს, იყოს შენთან.

 

არ მაინტერესებს, სწორად უჭირავს თუ არა მუხლები სუფრასთან ჯდომისას, მთავარია, - არ მოაშოროს თვალი შენს პატარა ცხვირს, რომელიც სიცილის დროს იჭმუხნება.

 

არ მაინტერესებს, იცის თუ არა გოლფის თამაში, მთავარია, - შეეძლოს თამაში ბავშვებთან, რომლებსაც მას აჩუქებ და შეამჩნიოს, სიხარულის ან სიბრაზის დროს, როგორ გვანან ისინი შენ.

 

არ მაინტერესებს, რამდენად მამაკაცურია ის, მთავარია, - ეყოს ძალა, მოგცეს შენი გულის გამომჟღავნების საშუალება.

 

ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვის მისცემს ხმას არჩევნებში, თუკი ის პატივს გცემს სახლში და დაგაფასებს საკუთარ გულში.

 

არ მაინტერესებს მისი კანის ფერი, თუკი თქვენს ერთობლივ ცხოვრებას მოთმინებით და ურთიერთთავგანწირვით შეფერავს, დაგიცავს, მოგიფრთხილდება.

 

სულერთია, რა რელიგიის მიხედვით იქნება აღზრდილი ოჯახში ან საერთოდ იქნება თუ არა რელიგიური, მთავარია, - გაითავისოს, რომ ამ ცხოვრებაში არსებობს სიწმინდეები და იცოდეს, რომ შენთან ყოველი წუთი ძალიან წმინდაა.

და ბოლოდ, პატარავ, თუ ასეთ მამაკაცს შეხვდები და მას ჩემთან არაფერი საერთო ექნება, იცოდე, ჩვენ მაინც გვექნება ყველაზე მთავარი საერთო ღირებულება ამქვეყნად: შენ. რადგან, საბოლოო ჯამში, მთავარი, რისი გაკეთებაც ღირს მის „შესანარჩუნებლად", ესაა იყო ის, ვინც ხარ.

 

მუდამ შენზე შეყვარებული მამაკაცი,

 

მამა

 

ეს წერილი საკუთარ გოგონას დავუწერე, მაგრამ მინდა მივუძღვნა ყველა ზრდასრულ ქალბატონსაც, ვისაც არასდროს მოუსმენია მსგავსი სიტყვები საკუთარი მამისგან. ასევე, ეს დავწერე პატარა ბიჭების თაობისთვის, რომლებიც მომავალი მამაკაცები არიან და უნდა იცოდნენ ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.




წყარო: 4motivi.com 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016