"რეპორტიორის" თვალით...
სამების ტაძარში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
24 იანვარი, 2015. 18:18
20 იანვარს შვილის საფლავზე მოკლული იური ვაზაგაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. პანაშვიდზე საზოგადოების ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ მოქმედი და ყოფილი პრემიერები: ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
სამების საკათედრო ტაძრიდან ვაზაგაშვილის ცხედარი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში 20:00 საათზე გადაასვენეს.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე ააფეთქეს. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა სსსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24