reportiori.ge - დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:19
რელიგია
დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
ავტორი:
27 იანვარი, 2015. 00:05



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა  ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო.მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება,დედა კი სუსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.ნინო თორმეტ წლამდე იზრდებოდა კოლასაში,დედასთან ერთად გლახაკებს ემსახურებოდა.თორმეტი წლის რომ გახდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი,რაც გააჩნდათ და წავიდნენ იერუსალიმში.ზაბულონი პატრიარქის კურთხევით დაშორდა სუსანას,გამოემშვიდობა შვილს და წავიდა იორდანიიდან,რის შემდეგაც იგი არავის უნახავს.სუსანა კი პატრიარქმა დააყენა გლახაკების და უძლური ქალების მომვლელად.ნინო ორი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მიაფორს,დვინელ სომეხს,რომელიც მას უყვებოდა ქრისტეს ცხოვრების,ჯვრების და სხვა სიწმინდეების შესახებ.მისგან გაიგო ნინომ,რომ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს წაუღიათ მცხეთაში.მაშინ შეიტყო საქართველოს ადგილმდებარეობის შესახებ.

ნინო საქართველოში დაახლოებით,323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა,მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეჭირა ხელში.ორი დღე გაჩერდა ფარავნის ტბასთან,სადაც მას მეთევზეები საკვებით გაუმასპინძლდნენ,დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი გამოეცხადა,რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა  წარმართთა მეფისთვის გადაეცა.ქართველთა განმანათლებლის-წმინდა ნინოს ქადაგებით  საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეჭირათ.წმინდა ნინო 332 წელს,31 წლის ასაკში მიიცვალა.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერაღნიშნავს, 1 ივნისს-მისი საქართველოში შემოსვლის დღეა ხოლო 27 იანვარს-გარდაცვალების.


(მოამზადა  ნონი ჯოხაძემ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016