reportiori.ge - ილია II დღეს სადღესასწაულო წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:34
რელიგია
ილია II დღეს სადღესასწაულო წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს
27 იანვარი, 2015. 09:45



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვას დღეს კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს. წირვა ტაძრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10:00 საათზე დაიწყება.



გუშინ საღამოს კი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს და მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა აქვთ.



წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა.


წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზეთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.



ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016