reportiori.ge - დავოსის ფორუმი, გენდერული კვოტა და პოლიტიკური შიშები - (ცხვრის წლიდან - ქალის წლამდე)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დავოსის ფორუმი, გენდერული კვოტა და პოლიტიკური შიშები - (ცხვრის წლიდან - ქალის წლამდე)
ავტორი:
23 იანვარი, 2015. 15:00


 

 

2015 წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე  მონაწილეთა 17% ქალებმა შეადგინეს, 2000 წელს ეს მონაცემი 9%-ს, ხოლო 2014 წელს - 15%-ს უახლოვდებოდა, გენდერული კვოტირების შესახებ დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა გადაწყვეტილება  2011 წელს მიიღო,  რომლის მიხედვითაც თითოეულ კომპანიას 5 მონაწილიდან მინიმუმ ერთი ქალი უნდა წარედგინა, ზოგიერთმა კომპანიამ „ვერ იპოვა" კვალიფიციური ქალი და კვოტისათვის თავის ასარიდებლად, 4 მონაწილით გამოცხადდა ფორუმზე. „დავოსის ფორუმზე ვნახავთ  ცნობილ სახეებს - სალი კრავჩეკს „Bank of America", ჰეიიდ მილერს  - „JP Morgan" -დან ,  მაგრამ კვოტა მისცემს შესაძლებლობას ნაკლებად ცნობილ ქალებს",- წერდა „FORTUNE" 2011 წელს.



2013 წლის 20 ნოემბერს ევროპარლამენტმა  459 ხმით 148-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2020 წლისათვის  ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედმა იმ კომპანიებმა, რომლებსაც 250-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ხოლო წლიური ბრუნვა 50 მილიონს ევროს აღემატება და აქციები ბირჟაზე აქვს გატანილი, დირექტორთა საბჭოში მინიმუმ 40% ქალები უნდა წარმოადგინონ. „ამ გადაწყვეტილებით  „ბზარი გაუჩნდა" იმ  შუშის ჭერს, რომელიც ჯერ კიდევ გზას უღობავს ქალთა ტალანტს" -  „THE INDEPENDET"  ციტირებდა ევროპალამენტარ ვივიანე რედინგის სიტყვებს.



2014 წლის აგვისტოში ჟურნალი „თაიმსი" აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: მხოლოდ გენდერულ კვოტირებას შეუძლია შეაჩეროს ევროკავშირი, იყოს „ბიჭების კლუბი", სადაც საუბარია ევროკავშირის ახალი პრეზიდენტის მოწოდებაზე, მეტი ქალის ნომინირება მოახდინონ, რათა ასახული იყოს ევროკავშირის 507-მილიონიანი ნახევრის ინტერესები.



დღეს ქართული პოლიტიკაც „ბიჭების კლუბია". „ამ ბიჭების" უმრავლესობა კი ქალთა პარლამენტში დაბალ, 11,5%-იან მონაწილეობას საერთო ეროვნულ კონტექსტში განიხილავს და მიზეზების უმრავლესობას საკუთარ პარტიაში კი არა, საზოგადოებაში ხედავს. ამიტომაც პოლიტიკურ პარტიებში საარჩევნო სიებში „გენდერული კვოტირების" თემა ბევრი პოლიტიკოსის მიერ  ნეგატიურად აღიქმება, ვინაიდან მათი  უმრავლესობა ბუნდოვანი პოლიტიკური შიშითაა შეპყრობილი საკუთარი, ასევე ბუნდოვანი პოლიტიკური მომავლის შესახებ. გენდერული კვოტა ბევრი მოქმედი პოლიტიკოსი მამაკაცისათვის მათი პოლიტიკიდან „გაძევების" ინსტრუმენტად აღიქმება (ისევე როგორც აზოტი აძევებს ჟანგბადს ), თუმცა, ისინი ნაკლებად აანალიზებენ, რომ პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის ზრდა თითოეული კაცი პოლიტიკოსის დონემდე კი არ დადის, არამედ მოსახლეობის 54%-ის ინტერესის ასახვის შესაძლებლობას უკავშირდება.



 მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გაიარა პოლიტიკაში გენდერული კვოტირების პროცესი და  დღეს უკვე კერძო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრებისათვის იბრძვის კვოტირების საშუალებით, საქართველოში, გენდერული კვოტა თითქოს  „წარუმატებელი ქალების" ლობირებისა და ადვოკატირების მექანიზმად განიხილება,  სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში ის კვოტის მოწინააღმდეგე იყო, სანამ არ უთხრეს, რომ მისი კარიერის პროგრესი შეუძლებელია, რადგან ის ქალია - „მე მალევე მივხვდი, რომ არა კვოტა, სხვა გამოსავალი არაა, მიაღწიო პროგრესს". საქართველოს პარლამენტში გენდერული  კვოტების შესახებ დისკუსია 2003 წელს იქნა ინიცირებული. ინიციატივა 2003 წლის აგვისტოში იქნა წარმოდგენილი. კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას კენჭისყრის პროცედურაში მხოლოდ 67 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და  ინიციატივა ჩავარდა.



„მე აუცილებლად მივიჩნიე,  რომ 2015 წელი ქალის წლად გამომეცხადებინა,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტი 2015 წელს ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადებს. - ეს განცხადება 2014 წლის დეკემბერში გაკეთდა, თუმცა ორივე შემთხვევაში კონკრეტული ინსტიტუციებიდან კონკრეტული ქმედებებია საჭირო, რომელიც მსგავს დეკლარირებულ განცხადებებს უნდა მოჰყვეს, რათა „ქალის წელი"  მხოლოდ „ცხვრის წლად" არ შეგვრჩეს.




ავტორი: თამუნა ბაგრატია


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016