reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: ყველა მმართველმა იცის მობეზრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:05
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ყველა მმართველმა იცის მობეზრება
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 17:16

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუდენტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა„უნდა გვესმოდეს სად ვიმყოფებით და რა სიტუაციაშია რუსეთი. რუსეთის სიტუაცია დღეს იმდენად რთულია, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება არა უკან დახევა და იმის მიცემა, რაც მან ომით ვერ მიიღო, რადგან ომით მან მთავარი სტატეგიული ამოცანები - მთავრობის მოშორება, ენერგოდერეფნების ჩაკეტვა და საქართველოს წარმატებული განვითარების კურსის მოკვლა ვერ გადაწყვიტა. დღეს ჩვენ ამის მშვიდობიანად გადაცემის დრო კი არ გვაქვს, რამდენიმე ხანი უნდა გავუძლოთ და მერე სიტუაცია დალაგდება. რატომ დალაგდება? იმიტომ რომ თავად რუსეთში არის რთული სიტუაცია", - განაცხადა პრეზიდენტმა. იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთი რთულ ვითარებაშია, პრეზიდენტს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. „საბჭოთა კავშირის აღდგენა, ევრაზიული კავშირი, რომელიც პუტინის იდეა იყო, რუსეთის უმრავლესობას არ იზიდავს, რადგან წარმოიდგინეს, რომ ბევრი შუა აზიელი შევა და რუსეთს დაიკავებს. დასავლეთთან პაექრობა ძალიან აშინებს რუსულ ელიტას, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც აშშ-მა „მაგნიტსკის სია" მიიღო, ამან რუსეთის ბიზნეს და ოლიგარქიულ სისტემაში სრული პანიკა გამოიწვია. ეს იდეაც არ აქვს და დარჩა მესამე იდეა - პუტინის პირადი პიროვნება. პუტინი, რომელიც ცხენზე ზის, რომელიც ყვინთავს, მანქანას ატარებს, მაგრამ ესეც რუსებს აღარ იზიდავს, რადგან როგორც მე საკუთარი თავით, ვიცი, ყველა მმართველმა იცის მობეზრება, მაგრამ ჩვენი სიტუციისგან განსხვავებით, სადაც ბევრი პოლიტიკოსია, რუსეთში არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რადგან ყველა სხვა სატელევიზიო სივრციდან გასულია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016