reportiori.ge - როდის იწყება სერიალი „ტიფლისი“ და რამდენი სეზონი გავა ეთერში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:04
პრეს-დაიჯესტი
როდის იწყება სერიალი „ტიფლისი“ და რამდენი სეზონი გავა ეთერში?
ავტორი:
28 იანვარი, 2015. 14:19


დრო მირბის წუთში 60 წამი სიჩქარით და არ ჩერდება, ძალიან ძნელია დაეწიო და მითუმეტეს გაუსწრო მას. მიუხედავად ამისა, დედამიწაზე არსებობენ გამორჩეული ადამიანები, რომლებიც ფეხდაფეხ მისდევენ დროს და მას უქმად ყოფნის საშუალებას არ აძლევენ. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დროს სულ სხვა განზომილებიდან უცქირონ. მათ საკუთარი სამყარო აქვთ, სადაც ყველაფერი სხვაგვრად აღიქმება. ისინი შემოქმედი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ადამიანები დააფიქრონ და საკუთარი სათქმელი სხვადასხვა ფორმით გადმოსცენ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სათქმელი ასოებით, ნოტებით, ბგერებით, ადამიანებით თუ, კადრებით იქნება შემოსილი. მთავარია მან საკუთარი საქმე გააკეთოს და განვითარების  კიდევ ერთ საფეხურზე აიყვანოს ადამიანი. ამ შემთხვევში კი, მე კადრებით შემოსილ ცხოვრებას შევეხები. „თბილისი თაიმისი" ამჯერად რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა. მიყვარს, როდესაც ასეთ ადამიენებს ვხვდები. საკმაოდ წარმატებულს საკუთარ კარიერაში, თუმცა კვლავაც ენთუზიაზმით აღსავსეს. ისინი არასოდეს ჩერდებიან და ბოლომდე იბრძვიან საკუთარი ოცნებების განსახორციელებლად. კიდევ უფრო მიხარია, როდესაც ვხვდები, რომ ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავზე არამედ გარშემომყოფებზეც ზრუნავენ. იმედი მეძლევა და ვფიქრობ, სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით შეძლებს ჩვენი ქვეყანა საკუთარი ადგილის პოვნას ამ ქაოტურ სამყაროში.



6275_731462966944574_1790364436479699422_n



გვიამბეთ  ცოტა რამ თქვენზე....



- დავიწყებ იქიდან, რომ პროფესიით არ ვარ რეჟისორი. თვითნასწავლი ვარ ისევე როგორც, ამ ქვეყანაში უმეტესობა სამწუხაროდ. ბევრ ადგილას ვმუშაობდი: ტყეში, ქარხანაში და ა.შ. ამის შემდეგ პირველ არხზე დავამთავრე სამთვიანი კურსები, თუმცა იქიდან ვერაფერი ვისწავლე. შემდეგ მოვხვდი „რუსთავი 2"-ში, სადაც ვისწავლე სტუდიის ოპერატორობა, ცოტა ხანში გამიმართლა და  გავხდი ერთ-ერთი მთავარი ოპერატორი.  „რუსთავი 2"-დან წავედი „ღამის-შოუს" სტუდიაში, ეს იყო  ცალკე სტუდია რუსთავი 2-სგან  დამოუკიდებელი. სწორედ აქ შევქმენით - „შუა ქალაქი", „გოგონა გარეუბნიდან", გადავიღეთ ერთი მხატვრული ფილმი... მანამდე რუსთავი 2-ში თომა ჩაგელიშვილთან ერთად დოკუმენტურ ფილმებზეც ვმუშაობდი, რაც ვფიქორობ ღირებული იყო ჩემი პროფესიული ზრდისათვის. შემდეგ „ღამის-შოუდანაც" წამოვედი, სარეკლამო სფეროში ჩავები და ჩემი პატარა სტუდიაც მქონდა, ამასთან ერთად გადავიღე კიდევ ერთი ფილმი. სულ ბოლოს კი მოვხვდი GDS-ში, სადაც დღემდე ვმუშაობ.



1801369_470335409776349_3155899512381092759_o



როდის და რატომ დაინტერესდით რეჟისორობით და როდის მოხდა თქვენი პირველი შეხება ამ საქმიანობასთან?



ეს ჩვეულებრივი ამბიცია იყო და მადლობა ღმერთს, რომ ყოველშემთხვევაში ცუდად არ გამომივიდა. ოპერატორი ეს არის ადამიანი, რომელიც გადაღების პროცესისას ჩართულია შინაარსში და უფრო მეტიც, მთელი ფილმის ვიზუალი მასზეა დამოკიდებული. რეჟისორი და ოპერატორი, ეს ორი განუყოფელი ნაწილია. მეც სურვილი გამიჩნდა, რომ ბედი მეცადა რეჟისურაში და გამეგო რამდენად კარგად გამომივიდოდა. ვფიქრობ, უფრო დიდ სიამოვნებას ოპერატორობა მანიჭებს,  ვიდრე რეჟისორობა.  მე უმაღლესი განათლება არ მაქვს მიღებული, მხოლოდ სკოლა მაქვს დამთავრებული სამწუხაროდ ან, არ ვიცი საბედნიეროდ. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია და გული მწყდება, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს, თუმცა იმას არ განვიცდი, რომ  საქართველოში არ მიმიღია უმაღლესი განათლება. მგონი ეს საბედნიეროდ, რადგან  ძალიან ბევრ დროს დავკარგავდი ტყუილად. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში  სწავლების პრინციპები უნდა შეიცვალოს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო, გადავიდა სწავლების სხვა მეთოდზე, ეს არის სწავლა პრაქტიკაში. "GDS"-ახლა აპირებს ძალიან საინტერესო პროექტის დაწყებას, რაც სწორედ პრაქტიკას გულისხმობს. მხატვარს, როგორ შეიძლება ესაუბრო, სხვა ბუმბერაზ მხატვრებზე, როგორ უნდა შეასწავლო მათი შემოქმედება თუ მას ფუნჯი და საღებავი არ მიეცი. ყვლაფერი არის პრაქტიკა, მითუმეტეს ჩვენს პროფესიაში. ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ პრობლემას ხაზი გაუსვა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეურაცყოფას არავის  ვაყენებ. უბრალოდ გული მწყდება და მინდა, რომ ყველასა და ყველაფერს ეშველოს ჩვენს ქვეყანაში. სამხატვრო აკადემია არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მხატვრები განვითარდნენ, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ თუნდაც კინო მიმართულებით. თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც ისწავლება კინო რეჟისურა, არ შეიძლება 40 სტუდენტზე გათვლილი იყოს მხოლოდ 5 კამერა. თუნდაც ხვალ, რომ გაჩნდეს კარგი ალტერნატიური სასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის ვხდები, აუცილებლად გამოვნახავდი დროს, წავიდოდი და ვისწავლიდი. ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს, რომ განათლების სფეროს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ჩვენს ქვეყანაში და ყველას უნდა მიეცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება.



10377086_310710792466619_2872071716563129137_n



როგორც რეჟისორი, როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში არსებულ კინოინდუსტრიას; რა მინუსები და პლუსები შეიძლება დავინახოთ?



- ყველაზე მეტად რაც მიხარია არის ის, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტი შესაძლებლობის მქონე ადამიანები არსებობენ  ამ ქვეყანაში. უბრალოდ ისინი არ ჩანან, რადგან  არავინ არ ინეტერესდება ამ ხალხით.  კინო, არის ერთი დიდი სისტემა, სადაც ერთი რგოლი მაინც თუ ჩავარდა, ვეღარ განვითარდება. პრობლემაა თუნდაც კინოთეატრების არ არსებობა სხვადასხვა პატარ-პატარა რაიონებში. მაგალითად მე გადავიღე „ანო და ვანოს თავგადასავალი"  ძალიან პატარა ბიუჯეტის მქონე, ერთი ჩვეულებრივი ფილმი. რა დააშავეს კახეთში, ქართლში, დასავლეთში  მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ჩამოვიდნენ და ნახონ ეს ფილმი. ეს არის ყველაზე დიდი კედელი ხალხსა და კინოს განვითარებას შორის, რადგან როგორც მსახიობს ესაჭიროება აპლოდისმენტები, ასევე ესაჭიროება ფილმს მაყურებელი. ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო მკვდარი იყო. ამ ეტაპზე  მე მიხარია, რომ ვართ კარგ სასტარტო მდომარეობაში. რა თქმა უნდა, არ ვართ ძალიან მაღალ საფეხურზე, არ არსებობს არც მსახიობთა, არც რეჟისორთა გილდია და ა.შ. "GDS"-მა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ მიმართულებით და კიდევ გააკეთებს. ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში რაღაცებზე ვოცნებობდით, მოგვეცა შესაძლებლობა განგვეხორციელებინა  ოცნებები და სხვისთვისაც მიგვეცა განვითარების საშუალება. ავიღოთ „ტიფლისის" მაგალითი, ეს არ არის ჩემი საოცნებო პროექტი. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ზოგადად ამ სისტემის განვითარებას ემსახურებოდა. პროექტის მასშტაბიც იმიტომ გავაფართოვეთ, რომ ის არ ყოფილიყო მხოლოდ 5-10 მსახიობისთვის. ამ პროექტზე 4 თვის განმავლობაში დასაქმდა დაახლოებით 500 ადამიანი. ვფიქრობ, თითო კომპანიამ, რომ ასეთი პროექტი დადოს  ძალიან სწრაფად განვითარდება ეს სფერო.



10649651_310710802466618_4169562617272823327_n



როგორ გაჩნდა „ტიფლისის" გადაღების იდეა? ელოდით თუ არა, რომ ეს სერიალი ასეთი პოპულარული გახდებოდა?



- უკვე აღვნიშნე, რომ ეს არ არის ჩემი იცნების პროექტი, კიდევ სულ სხვა რაღაცებზე ვფიქრობ, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ფილმის იდეა მქონდა, ერთ-ერთ პერსონაჟზე, რომელიც ახლა საერთოდ არ არის „ტიფლისში."  ეს იყო ერთი ექიმის ისტორია, XIX საუკუნის საქართველოში.  ბოლოს ვიფიქრე ტელევიზიის განვითარებიზეც, საკუთარი თავის განვითარებაზეც და "GDS"-ში მომუშავე ახალგაზრდები შემოვიკრიბე გარშემო. ახლა ისედაც სერიალების ხანაა და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა სერიალი. რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვყოფილვარ, თუმცა სადღაც მჯეროდა, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოვიდოდა. ასეთ შედარებას მოვიყვან, ახლა რაც  ხდება „Dunkin donuts"-ებზე, როდესაც იცი, რომ ის ასეთი ცნობლია მთელ მსოფლიოში, აუცილებლად იყიდი მას.  ამით იმის თქმა მინდა, რომ ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ამ პერიოდის სერიალი, თუ ის ხარისხს შეინარჩუნებდა და სიუჟეტიც ნომრალური იქნებოდა,  ყველა   წარმატებას მიაღწევდა.



10556532_311386945732337_7294895969013440039_n



როგორ ფიქრობთ ყველაზე მეტად რამ შეუწყო ხელი ამ სერიალის წარმატებას?



- ზოგადად, ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ და ასეთი რაღაცები გვიყვარს. ახლა ვიღაცამ, რომ შეძლოს და  დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე,  9 ძმა ხერხეულიძეზე ან ა.შ. რომ გააკეთოს მსგავსი პროექტი დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წარმატების ერთ-ერთი მთავარი დეტალი სწორედ თემატიკა იყო. არსებობს მაყურაბლისაგან პატარ-პატარა შენიშვნები, რომ მაშინ ასე არ საუბრობდნენ. ესეც კარგია, რადგან შავი პიარიც პიარია. ამასთან დაკავშირებით ყველას ვუსვამ კითხვას: აქვთ თუ არა ნანახი „გლადიატორი"? იქ რომაულ ენაზე არ საუბრობენ და კინოც არ არის ქართველების მოგონილი. "ტიფლისში"  სხვაგვარად, რომ ესაუბრათ პერსონაჟებს, იქნებოდა ძალიან დამღლელი მაყურებლისათვის.  ჩემთვისაც და მსახიობებისთვისაც გაცილებით რთული სამუშაო იქნებოდა.  წარმატების კიდევ ერთი მიზეზი ალბათ არის, ის რომ ძალიან ბევრი ახალი სახე გამოჩნდა, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებისათვის. ერთ-ერთი ცუდი რაც გვაქვს ქართველებს, როგორც თანამედროვე კინო, ასევე ტელე სფეროში,  არის ერთი და იგივე სახეები. თავად ის ვარსკვლავებიც ვერ ხვდებიან, რომ სადღაც გაჩერებაა საჭირო. ასევე წარმატების დეტალია  ძველი სახეები, რომლებიც აქმდე სულ სხვა ამპლუაში ჩნდებოდნენ მაყურებლის წინაშე. მაგალითად გოგა ბარბაქაძე, რომელიც ყველასათვის იყო საყვარელი, ცანცარა ადამიანი „შუა ქალაქიდან," როდესაც კონტრასტს პოულობ უფრო გაინტერესებს.



10671420_10152767647724014_5969342106359833924_n



როგორ მიმდინარეობს გადაღების პროცესი და როდის დაიწყება მეორე სეზონი?



- მეორე სეზონის გადაღებას დავიწყებთ სამ კვირაში, ეთერში კი გავა სექტემბრიდან. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეთერში უფრო მალე გასულიყო,  უბრალოდ  ამ ყველაფრის კეთება  რთულია ხარისხის თვალსაზრისით. ეთერში გასული სერიები 4 თვეში გავაკეთეთ. თავად მაყურბელმა მოუტანა ამ სერიალს წარმატება, ამიტომ მეორე სეზონი პირველზე უკეთესი უნდა იყოს, რომ მათი მოლოდინი  გავამართლოთ. „ტიფლისი" იქნება სულ 2 სეზონი. ჩვენ ამ კულტურის დანერგვაც გვინდა, რადგან ჩვენი ქვეყნის მასშტაბი არ არის იმხელა, რომ 5 წელი ერთი და იგივე სახეებს  ვუყუროთ.



1907887_679567622150217_975944550811722583_n



თქვენ ფაქტობრივად ბერასთან ერთად შექმენით ტელევიზია, როგორ მოხდა ეს?  გაქვთ თუ არა რაიმე სამომავლო გეგმები, რომ GDS უფრო წრმატებული ტელევიზია გახდეს?



- მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ბედის და თავად ამ ოჯახის, უფრო კონკრეტულად კი ბერასი. ბერა არის  ძალიან ენერგიული და კრეატიული ახალგაზრდა. ვფიქრომ, რომ ის საკუთარ შესაძლებლობებს სწორად იყენებს და  მიმართავს.  "GDS"-ზე  დასაქმებული 370 ადამიანიდან,  ყველა აზალგაზრდაა. ეს ტელევიზია კიდევ იზრდება. თავიდან იყო იდეა, რომ გაგვეკეთებიდა უბრალოდ პატარა სტუდია.  შემდეგ ბერას გაუჩნდა იდეა, რომ ბარემ ტელევიზიის გაკეთება გაგვერისკა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს ტელევიზია. რაც შეეხება პროექტებს, ახლა გარკვეულ ექსკლუზიურ ინფორმაციას მოგაწვდით. სექტემბრიდან "GDS"-ი ისეთ პროექტებს შემოგთავაზებთ, რომ „ტიფლისი" მათთან შედარებით გაცილებით დაბალ საფეხურზე იდგება. ახალი სეზონიდან 5- 6 სერიალი გავა "GDS"- ის ეთერში, თანაც ისე, რომ მაყურებელს გავანებივრებთ სხვადასხვა ჟანრით. 



10428583_865221730167653_6428428035663364093_n



როგორ ფიქრობთ, როდესაც რეჟისორი პროდუქტს ქმნის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს?



- რეჟისორი, რომ რაიმე პროდუქტს ქმნის, უნდა იცოდეს  ამას რატომ აკეთებს. საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, საკუთარი შემოქმედებით რისი თქმა აუნდა? შეიძლება მას  უნდა ვიღაცას უთხრას, რომ ამ ცხოვრებაში სიყვარული უფრო ღირებულია, ვიდრე ბოროტება, შეიძლება მისი შემოქმედება თავიდან ბოლომდე ემსახურობოდეს იმის სწავლებას, რომ ადამიანებმა ქუჩაში არ დაყარონ ნაგავი და ა.შ. ჩვენს შემოქომედებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კინო არის  ძალიან მძლავრი იარაღი. ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს ამ სფეროს, რადგნ მას შეუძლია ბავშვებს შეაყვაროს სწავლა, საზოგადოებას გამოუღვიძოს პატრიოტული გრძნობები და სხვა. მოკლედ შეუძლია სიკეთის პროპაგანდა. ჰოლივუდი ამიტომ არის  ასეთი,  ისინი არა მარტო ამერიკას მართავენ, არამედ მთელ პლანეტას. მე  ვუსურვებ ყველა რეჟისორს, რომ გააკეთონ ის რაც თავად უნდა.



10447798_290537837817248_5529326465334690998_n



რას ურჩევდით დამწყებ რეჟისორებს, რა არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო?



- მე თავადაც დამწყები რეჟისორი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ მთავარია შრომა. ყველა ეტაპი არის გასავლელი, მეც სწორედ ამას ვაკეთებ დღემდე. რეჟისორი არ არის, ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთ ადგილას უნდა იჯდეს და რაღაცებს ფიქრობდეს. რეჟისორი უნდა იყოს ყველაზე ცოცხალი, ყველაზე მოძრავი იმ ადამიანებს შორის ვინც გადასაღებ მოედანზეა. ეს ყველაფერი  არანორმალურ შრომას მოითხოვს, რეჟისორმა 24 საათი უნდა იმუშაოს. ეს კი გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ოჯახის შექმნასთან.  რეჟისორებს ცოტა არეული ცხოვრება გვაქვს,  სულ ფიქრებში ვართ, სულ სხვაგან ვართ, არარეალურ სამყაროში ვცხოვრობთ.



10437023_10205459581035668_1422509559021060464_n



რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რის განხორციელაბს გეგმავთ უახლოეს მომავალში?



- ჩემი ოცნებაა, რომ რომელ სფეროშიც მე ვარ, ის სფერო განვითარდეს და ყველას მიეცეს  საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალება. ამაში გარკვეული წვლილის შეტანას ვფიქრობ მეც შევძლებ, ძალიან კარგი ადამიანების დახმარებით.  ჩემს შემთხვევაში ასეთი ადამიანი ბერაა. მინდა, რომ საქართველოში ძალაინ მალე გავაკეთოთ კინო პროექტი. მეორე ოცნება არის ის, რომ  ასევე  მალე გადავიდე კონკრეტულად კინო სამყაროში. მინდა, რომ ქართული კინო გავიდეს საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი წარმატებაა და  ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „მანდარინები" ოსკარზეა წარდგენილი. თუმცა გული მწყდება, რომ ის თავიდან ბოლომდე არ არის ქართული პროექტი. იმედი მაქვს ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ  ქართველებმა მეორედ ასეთი შეცდომა აღარ დავუშვათ.



 

(წყარო: ttimes.ge, ანო მუქათარიძე)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016