reportiori.ge - სოსო ჯაჭკვლიანი: ვაზაგაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამას ასი წელი არ ვიტყოდი! - „ახლა რა ვქნა, „პულიმიოტი“ ავიღო და პარლამენტში შევვარდე?!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:34
ინტერვიუ
სოსო ჯაჭკვლიანი: ვაზაგაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამას ასი წელი არ ვიტყოდი! - „ახლა რა ვქნა, „პულიმიოტი“ ავიღო და პარლამენტში შევვარდე?!“
ავტორი:
28 იანვარი, 2015. 17:17


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს „ქრონიკასთან" საუბარში, უკვე გარდაუვალი ხდება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება:

 

- იური ვაზაგაშვილმა მთელი ბატალიები ჩვენთან ერთად გამოიარა... იურის შვილს ვეღარავინ გაუცოცხლებდა, მაგრამ დამნაშავეები ხომ უნდა დასჯილიყვნენ? ყველაფერს წარმოვიდგენდი, ასეთ რაღაცას - ვერა. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე შევხვდით, ვილაპარაკეთ, ჰყვებოდა, საქმე თითქმის დასრულებულია, მოწმეები გამოჩნდნენო. მე ვუთხარი, ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს-მეთქი. გაუხარდა, ამ სიტყვების შემდეგ თითქოს შვილი გამიცოცხლეო. მერე ბატონ ბიძინასაც შეხვდა. როგორც ჩანს, ამ ნაძირალებს ძალიან აეწვათ. ახლა ნუ დავიწყებთ თავის მართლებას, ძალიან ნელა რომ მიდიოდა გამოძიება, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით? რაც ახლა უნდა ვთქვა, ამაზე არასოდეს ვლაპარაკობდი, მაგრამ დღეს ყველაფერს  ვიტყვი: გახსოვს, ბარამიძეს ჩმორი რომ ვუწოდე პარლამენტში და მერე იქ ჩხუბიც რომ იყო?


- მაგას რა დამავიწყებს?

 

- მაშინ მკვლელი ვუწოდე, ვინმე მოვიდა და დამკითხა, რატომ არის მკვლელიო? ვინმემ ბარამიძე დაკითხა? დეპუტატი რომ გამოდის და პარლამენტში ასეთი ალიაქოთი ტყდება, ძალოვნები არ უნდა გაარკვიონ, რაშია საქმე? გლდანში კრიალაშვილები და ოთანაძეები რომ ჩახოცეს, ეს ვინ გააკეთა? სადაც ბიჭები ჩაცხრილეს, სწორედ იქ არის ჩემი აგარაკი. წინა ღამეს ამ აგარაკზე ვიყავი ცოლთან ერთად და საკუთარი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა გარშემო. მეორე დილას უნდა ავსულიყავი ისევ, როცა ვანო მერაბიშვილმა და ვალერი გრიგალაშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, ჩემს აგარაკთან ვერტმფრენი დაჯდა, ასეულობით „სპეცნაზელი" იყო. ჩემთან აგარაკზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი 6 საათი კედელზე ჰყავდათ აყუდებული. ეს ადამიანები და მეც რატომ არ დაგვკითხეს? ბოლო-ბოლო, ამომასხა და პარლამენტში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო... მაინცდამაინც ვაზაგაშვილი უნდა მომკვდარიყო, რომ საქმე დაძრულიყო? ის ადამიანები, რომლებიც გლდანის სპეცოპერაციას შეესწრნენ, დღეს ცოცხლები არიან და ძალიან კარგად დაინახეს, ჩემს აგარაკს როგორ წაუკიდეს ცეცხლი. დილით უნდა ავსულიყავი, მაგრამ ჩემი ფილმის კომპოზიტორის, ჭაბუკა ამირანაშვილის დაბადების დღე იყო და იმასთან ავედი. ამის შემდეგ გამომძიებლები დადიოდნენ იმ მიდამოებში, მივედი, მეც დამკითხეთ-მეთქი, ყურადღება არავინ მომაქცია. ჭაბუკამ გადამარჩინა, თორემ იქ მეც ჩამცხრილავდნენ და სვანურ ამბებს დაუკავშირებდნენ, საქმეს შეკერავდნენ. იმ დღეებში ვიღაც ტიპები დადიოდნენ, ჯერ მეკითხებოდნენ, აგარაკს ხომ არ ყიდიო? ერთმა მითხრა, ჩემი შვილი კუდ-ში მუშაობსო. გილოცავ-მეთქი, ვერაფერს ვერ მივხვდი. მერე გამოჩნდა თეთრი „რაფი", „სალიარკა" მთხოვეს, არ მაქვს, ჩაგიბამთ, ცენტრამდე ჩაგიყვანთ-მეთქი. არა, წადი, ჯიგარი ხარო, როგორც მოგვიანებით ოთანაძემ მითხრა, ეს ნაძირალები დადიოდნენ თეთრი „რაფებით" ტყეში.


- სოსო, ესე იგი, შენ ითხოვ გლდანის სპეცოპერაციის გამოძიებას, სადაც ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ ხომ?

 

- დიახ, ჩემს აგარაკზე იცნეს ვალერი გრიგალაშვილი და ვანო მერაბიშვილი, იქ იყვნენ, მაგათ ჩაცხრილეს ვითომ ამბოხებულები. მე იმ მომენტს შემთხვევით ავცდი, თორემ ჩემს აგარაკზე გამომბუგავდნენ. ხალხს დაუცველობის შეგრძნება აქვს, ბოლოს საწყალი იურა ჩამეხუტა, თითქოს რაღაცას გრძნობდა. სანამ თვითონ შეხვდებოდა, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებიც გადავეცი, ყველაფერი ფორსირებულად წავა და ყველა დაისჯება-მეთქი. ბიჭო, თვითონ ბარამიძეც გამოვიდა, დამკითხეთო, არავინ არ იბარებს პროკურატურაში, რა ხდება? სანამ აფრასიძეების საქმეს კიდევ არავინ შეეწირება, არ გამოიძიებენ?


- რა ხდება და ისევ ნაციონალებით არის გადატენილი ძალოვანი სტრუქტურები.

 

- მე ადრეც გითხარი და ვიმეორებ: ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაულია, როცა სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა 2013 წელს, თავისი დედის ერთი ადგილი უნდა დაგვეხურებინა თავზე და გაგვეგდო წიხლქვეშ. ეს გვქონდა ჩაფიქრებული და გაგვაჩერეს, მთელი მსოფლიო გვიყურებსო; მეორე - ყველაზე დიდი დანაშაული... მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარამიძე ავირჩიეთ ვიცე-სპიკერად, რატომ? აგვერჩია ვიღაც სხვა, ოღონდ ეგ არა; მესამე - 26 ათასი ფაილი ვნახეთ, სადაც სიბინძურეა გადაღებული. ჩვენ კულტურულები ვართო... კულტურულები კი არა, გამოსირებულები ვართ, სირები ვართ ყველა! უნდა აგვეღო ორი კინოთეატრი და 24-საათიან რეჟიმში გაგვეშვა ეს ფაილები. მოზარდები არ უნდა შეგვეშვა და დღემდე „მაყუთს" გავაკეთებდით. ეს უნდა ენახა მთელ აქართველოს!


- მაგარი იდეაა, მაგარ „მაყუთს" გააკეთებდით.

 

- ჰო, ხომ ჩამოგიყალიბე ჩვენი სამი ყველაზე დიდი შეცდომა? როცა ეს არ გავაკეთეთ, „აბლატავდნენ".


- უკვე ისე არიან „აბლატავებულები", რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზეც კი ფიქრობენ. სააკაშვილი უკრაინიდან იმუქრება, ახალ წლამდე თბილისში ვიქნები და დედებს გიტირებთ, ამოგალპობთ ციხეებშიო.

 

- ერთ რამეს გეტყვი: ადრე იეღოველები იყვნენ ამოსულები სვანეთში. ჩემი მეგობრის მამასთან მივიდნენ, ოთხმოცს გადაცილებულ კაცთან მივიდნენ და უტარებენ ინსტრუქტაჟს, ჩვენ დავიხოცებით, მაგრამ მერე აღვდგებითო. ამან უთხრა, მე თანახმა ვარ, კაი რაღაცას იძახით, თქვენთან შემოვალ, თუ ერთ სურვილს ამისრულებთო. თქვი, აგისრულებთო. დაახლოებით 4 წელია ჩემი ის არ ამდგარა, თუ ამიყენებთ, თქვენიანი ვარო. აი, ასე აღდგება მიშა სააკაშვილი, როგორც იმ კაცს აუყენეს!

 

- ვააა... შეიძლება, მიშა ვერ „ადგეს", მაგრამ ბევრ რამეს გააფუჭებს. ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ მე უკვე მჯერა, რომ ესენი მეტს გააფუჭებენ.

 

- კი, გეთანხმები... დღეს მთელი საქართველო იძახის, შოკირებული ვარო, მე შოკირებული კი არა, უკვე ასი თვალი და ასი ყური მაქვს გამობმული.

 

- დიახ, მეც მაგას ვამბობ... ვაზაგაშვილის აფეთქებით ამათ გვითხრეს, ერთ ადგილას გვკიდიხართ, მართლა დედებს გიტირებთო. ისე, ამ 25 ათას ფაილში ვინც ფიგურირებს, ან ციხეებში ცოცხებს რომ უკეთებდნენ, ის ხალხი სად არის, ისინიც მიშას მხარეს გადავიდნენ?

 

- როცა მე ამაზე ლაპარაკი დავიწყე, პარლამენტში ახალი შესულები ვიყავით, მაგრამ ამაზე ზოგიერთი დაიბოღმა. შემდეგ ვთქვი, კარგი იქნება, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება-მეთქი. ახლა რა ვქნა, „პულიმიოტი" ავიღო და პარლამენტში შევვარდე?!

 

- სხვათა შორის, ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი. ბიძინა ივანიშვილსაც უთქვამს, შეიძლება ჩავატაროთო.

 

- ბიძინა ივანიშვილი ახლა არის ისეთ მდგომარეობაში, მის გააქტიურებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ფასი. ამიტომ, ვინც ჯარისკაცია, იჯარისკაცოს.

 

- სოსო, ჩვენ ისევ კულუარების დონეზე ვლაპარაკობთ... გულახდილად მითხარი, ივანიშვილი აპირებს თუ არა პოლიტიკაში მობრუნებას? როგორც ვიცი, ფრაქცია „ქართული ოცნება" აპირებდა ამ თემაზე მასთან ლაპარაკს.


- ეს ყველაფერი სიტყვასიტყვით იქნება ნათქვამი ცოტა ხანში.


- ვერ გავიგე, ბიძინა ივანიშვილთან იქნება ნათქვამი?

 

- ბიძინა ივანიშვილთანაც და ყველასთან... გააქტიურებაა საჭირო და იქნება. აქ ერთი რამეც უნდა ვთქვა: საზოგადოებას ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შევუქმნით, რომ იმ 25 ათას ფაილში რაღაცები ჩვენზეც არის გადაღებული.


- ვის თქვენზე?

 

- საერთოდ, ჩვენი გუნდის წევრებზე.


- მაგაზე ბევრს ლაპარაკობენ კულუარებში და ამბობენ, რომ არის.

 

- ამიტომ, ნორმალურ სახელმწიფოში პეტრეს თუ პავლეს სათანადო ორგანოებში ეძახიან და ეუბნებიან: შენზე ეს არის, არავის არაფერს არ ვეტყვით, ოღონდ აქედან დაახვიე! ჰოდა, პარლამენტში დარჩნენ ისინი, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გაახურონ. მე აქამდე ვამბობდი, რომ „ნაციონალები" „გაბლატავდნენ", ახლა ისინი უკვე ზღვარს გადავიდნენ, რაკი ეს გაბედეს, სხვა რაღაცებსაც თამამად გააკეთებენ. სასწრაფო წესით უნდა გაიწმინდოს სისტემა დამნაშავეებისგან, კრიმინალებისგან, ამ ნაძირალებისგან! ერთი წუთით რომ ვაზაგაშვილის ადგილზე წარმოვიდგენ თავს, უცებ მეუფლება უმწეობის შეგრძნება. კაცმა ირბინა, იაქტიურა, რათა დამნაშავეები დასჯილიყვნენ. ბოლოს მითხრა, თუ არაფერი გამოვა, ესენი იქამდე მომიყვანენ, იარაღს გადავიკიდებ და რამდენიმე კაცს მაინც „დავბრედავო". ვაზაგაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამას ასი წელი არ ვიტყოდი, როგორც ჩანს, ის ანგარიშსწორებისთვისაც მზად იყო. ახლა მორჩა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა!

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016