"ნაციონალური მოძრაობისა" და ქვეყნის საქმე მაშინ დაიძრა უკან, როდესაც ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ თვითონაა სახელმწიფო,"- ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი დღესაც ვერ აცნობიერებს შეცდომას და იმეორებს, რომ "ორი მილიარდის სანაცვლოდ, რაც პუტინმა ივანიშვილს დაუთმო, პუტინი პირველ რიგში ქვეყნის პრეზიდენტის დისკრედიტაციას ითხოვს". „ბ-ნო პრეზიდენტო, პუტინს პირველ რიგში არა თქვენი, არამედ საქართველოს სისუსტე აინტერესებს. აქედან გამომდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და არა პირიქით," - აღნიშნულია ჩერგოლეიშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ორი მილიარდი დოლარი აქვს მიცემული, რის გამოც, საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ მას პრეზიდენტის პოლიტიკურად და მორალურად განადგურება უნდა "დაუთმოს".