ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:
„ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს,
ვუყურე თქვენს ბოლო ინტერვიუს. თავს ვიკავებდი თქვენთან მომართვისაგან, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ მოგწეროთ, ვინაიდან ხელოვნურად ჭიანურდება ასობით ჩვენი კლიენტის ბინებით უზრუნველყოფა.
გასული წლის დეკემბერში ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი ლტოლვილებისათვის სახლების აშენებაზე. მოიგო ჩინურმა კომპანიამ, რომელსაც ხელისუფლება ლობირებდა (ტენდერზე ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ სწორედ მისგან იყიდიან ბინებს და ამდენად ტენდერი ფიქტიური იყო). ამ დროს ჩვენი ფასი 125$ ნაკლები იყო 1მ2-ზე ჩინელებთან შედარებით. ის ფორმალური მიზეზი, რითაც უარი გვითხრეს ტენდერის ჩატარებისას გამოვასწორეთ, მაგრამ ახალ ტენდერშიც, რომელიც 31 იანვარსაა გამოცხადებული, ისევ ჩინელების გამარჯვებას ელოდებიან.
გთხოვთ კონტროლზე აიყვანოთ ტენდერის ჩატარება, რათა ქართველი მენაშენეები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩნენ. შეგახსენეთ, რომ დღემდე უკვე 8 დიდმა მენაშენემ მოიკლა თავი ხელოვნურად შექმნილი დავალიანებების გამო. მათ შორის ერთი წლის წინ მშენებლობის ყოფილმა მინისტრმა თემა ჩარკვიანმა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი ყველა დავალიანება დიდი ხნის ჩახურული იქნებოდა. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით ტენდერის სამართლიანად ჩატარებისათვის, რაც ნამდვილად ხელგეწიფებად.
პატივისცემით ვახტანგ რჩეულიშვილი, - ნათქვამია ღია წერილში.
სტილი დაცულია