reportiori.ge - ვახტანგ რჩეულიშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:01
ეკონომიკა
ვახტანგ რჩეულიშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
ავტორი:
29 იანვარი, 2015. 11:37


 

 

ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:


„ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს,


ვუყურე თქვენს ბოლო ინტერვიუს. თავს ვიკავებდი თქვენთან მომართვისაგან, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ მოგწეროთ, ვინაიდან ხელოვნურად ჭიანურდება ასობით ჩვენი კლიენტის ბინებით უზრუნველყოფა.

 

გასული წლის დეკემბერში ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი ლტოლვილებისათვის სახლების აშენებაზე. მოიგო ჩინურმა კომპანიამ, რომელსაც ხელისუფლება ლობირებდა (ტენდერზე ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ სწორედ მისგან იყიდიან ბინებს და ამდენად ტენდერი ფიქტიური იყო). ამ დროს ჩვენი ფასი 125$ ნაკლები იყო 12-ზე ჩინელებთან შედარებით. ის ფორმალური მიზეზი, რითაც უარი გვითხრეს ტენდერის ჩატარებისას გამოვასწორეთ, მაგრამ ახალ ტენდერშიც, რომელიც 31 იანვარსაა გამოცხადებული, ისევ ჩინელების გამარჯვებას ელოდებიან.

 

გთხოვთ კონტროლზე აიყვანოთ ტენდერის ჩატარება, რათა ქართველი მენაშენეები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში არ დარჩნენ. შეგახსენეთ, რომ დღემდე უკვე 8 დიდმა მენაშენემ მოიკლა თავი ხელოვნურად შექმნილი დავალიანებების გამო. მათ შორის ერთი წლის წინ მშენებლობის ყოფილმა მინისტრმა თემა ჩარკვიანმა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი ყველა დავალიანება დიდი ხნის ჩახურული იქნებოდა. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით ტენდერის სამართლიანად ჩატარებისათვის, რაც ნამდვილად ხელგეწიფებად.


პატივისცემით ვახტანგ რჩეულიშვილი, - ნათქვამია ღია წერილში.



სტილი დაცულია 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016