reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დავიწყოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:40
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დავიწყოთ
30 იანვარი, 2015. 12:31



საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მონეტარული პოლიტკის გამკაცრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა.

ქადაგიძის თქმით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ შექმნა საფრთხე, ინფლაციური პროცესი გადაიზარდო ფასების ზრდაში.

 

ამ პროცესით ძალიან ზარალობენ მოქალაქეები, ვისაც ვალდებებულები აქვს დოლარში და შემოსავლები ლარში, ლარის კურსის გაუფასურება აუარესებს მათ მდგომარეობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტკის გამკაცრება, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა ქადაგიძემ.

 

ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს  გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იყოს დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში - პროფიციტური.

 

იმ გამოწვევბის ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში და იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის გაკეთება იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხბდეს  იმ გამოწვევებ, რაც არის დღეს ქვეყანაში, - განახადა ქადაგიძემ.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016