reportiori.ge - ვინ გადაჰყვება კეზერაშვილს „გალფის“ საქმეზე? - ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონოპოლისტებთან ბრძოლა დაიწყო და პირველი მსხვერპლი „გალფი“ იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:48
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ გადაჰყვება კეზერაშვილს „გალფის“ საქმეზე? - ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონოპოლისტებთან ბრძოლა დაიწყო და პირველი მსხვერპლი „გალფი“ იქნება
ავტორი:
30 იანვარი, 2015. 15:39


„ალია" წინა ნომერში წერდა, რომ კომპანია „გალფში" ფინანსურიპოლიციაა შესული. საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებას გულისხმობს. „ალია" წერდა იმის შესახებაც, სავარაუდოდ, რომელი გადასახადებისგან თავის არიდებას უკავშირდება გამოძიება. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარემ, ბექა კემულარიამ „ალიას" განუცხადა, რომ „გალფი" 2011-2012 წლებში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო საქართველოში, მაგრამ მის მიერ შემოტანილი პროდუქტის დიდი რაოდენობა არ ფიქსირდებოდა. თუ მართლაც ასეა, გამოდის, რომ „გალფს" კონტრაბანდულად შემოჰქონდა საწვავი და ამ დაუფიქსირებელი საწვავიდან შემოსული მოგებიდან არ იხდიდა არანაირ საბიუჯეტო გადასახადს. კემულარიას ვარაუდით, სწორედ ამის გამოა შესული ფინანსური ამ კომპანიაში. თუმცა, ამის დაბეჯითებით მტკიცება ჯერ შეუძლებელია, ვიდრე ფინანსური პოლიცია განმარტებას არ გააკეთებს კომპანიაში გამოძიების დაწყების დეტალებზე.


თუ ფინანსური პოლიცია „გალფის" ამ, სავარაუდოდ, კონტრაბანდულ საქმიანობას შეისწავლის, მას გამოძიების საზღვარგარეთ ჩატარებაც მოუწევს. იმ კომპანიებისგან უნდა მოიპოვოს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, „გალფი" მათგან ყიდულობდა დიდი რაოდენობის საწვავს, შემდეგ ამ რაოდენობას შეადარებს საზღვარსა და საბაჟოზე „გალფის" მიერ დაფიქსირებულ, შემოტანილ საწვავს და რაც ცდომილება, სხვაობა იქნება უცხოეთში ნაყიდ და დაფიქსირებულ, საბაჟოზე დეკლარირებულ საწვავს შორის, ეს უკვე კონტრაბანდული ტვირთი იქნება. შესაბამისად, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის  თანახმად, „საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.


თუ „გალფის" მიერ საბაჟოს გვერდის ავლით საქონლის შემოტანის ფაქტი დადასტურდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარ ფაქტებს არაერთგზის ჰქონდა ადგილი. ამასვე აცხადებს ბექა კემულარია. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ „გალფის" კონკრეტული ხელმძღვანელების წინააღმდეგ კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძვრება საქმე. მოგეხსენებათ, 2011-2012 წლებში „გალფის" მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო და თუ „გალფს" არაერთგზის აქვს შემოტანილი ამ გზით ტვირთები, შესაბამისად, ვინც ამას აკეთებდა, მას 7 წლამდე პატიმრობა ეკუთვნის. ერთერთი ეჭვმიტანილი, წესით, კეზერაშვილი უნდა იყოს. თუმცა, შესაძლოა, „გალფის" სხვა მესვეურთა დანაშაულიც გამოიკვეთოს.


ბექა კემულარიამ „ალიას" განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, „გალფი" არა მხოლოდ უცხოეთიდან ეზიდებოდა კონტრაბანდულ ნავთოპროდუქტებს, საქართველოში სხვა იმპორტიორებისგანაც ყიდულობდა და ყიდდა. კემულარია არ გამორიცხავს, რომ „გალფი" ამ, საქართველოში ნაყიდი, ნავთობპროდუქტების რაოდენობასაც მალავდა და შესაბამისად, გადასახადებს თავს არიდებდა. „დავით კეზერაშვილს დიდი გავლენა ჰქონდა ხელისუფლებაში და „გალფს" ყველაფრის ფლება ჰქონდა, მისთვის კანონის დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ბაზარზე „გალფისთვის" მონოპოლიური, კომფორტული მდგომარეობის შექმნაში მთელი სახელმწიფო სისტემა იყო ჩართული და ლოგიკურად, შემოსავლების სამსახურის  საბაჟო უწყებები და საზღვრის დაცვის სამსახურიც. დავით კეზერაშვილი ხომ „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო და არის, ამას თავადაც ადასტურებენ და სრულიად ბუნებრივია, რომ მათ კეზერაშვილი „გალფის" მეშვეობით უკანონოდ მიღებული შემოსავლებით აფინანსებდა. წლების მანძილზე, „გალფის" მრავალ უკანონობაზე ხუჭავდნენ თვალს და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ „გალფი" საქართველოში სხვა კომპანიებისგან ყიდულობდა საწვავს, ყიდდა და რეალიზებული საწვავის სრულ რაოდენობას არ აფიქსირებდა და რასაც აფიქსირებდა, მხოლოდ იმის გადასახადებს იხდიდა. ამ დაუფიქსირებელი საწვავის რეალიზაციიდან მიღებულ მთელ მოგებას კი კეზერაშვილი ითვისებდა, გადასახადებს კი არ იხდიდა. სავარაუდოდ, ფინანსური პოლიციის „გალფში" შესვლის ერთერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს. დადგება თუ არა დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის საკითხი, ეს გამოძიების გადასაწყვეტია, მაგრამ თუ მას დაუმტკიცდა კონტრაბანდული წესით ტვირთის შემოტანა და დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება, მაშინ ციხეს ვერ გადაურჩება". - აცხადებს კემულარია.


დავით კეზერაშვილზე, შესაძლოა, „გალფის" გამო მართლაც აღიძრას საქმე და თუ კონტრაბანდის მუხლით გამოძიება დაიწყო, მაშინ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, „ნაცმოძრაობის" დროინდელი ის ჩინოვნიკები მიჰყვებიან, ვინც, სავარაუდოდ, „გალფს" საბაჟოს გვერდის ავლით ნავთობპროდუქტის შემოტანის საშუალებას აძლევდნენ. ამ ვერსიას თუ მივყვებით, ლოგიკურად, შს სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მათ შორის, დეპარტამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, მერაბ კიკაბიძისა. ვიდრე საბაჟომდე მიაღწევდეს, ნებისმიერი ტვირთი ჯერ საზღვარს კვეთს და იქ ფიქსირდება. „გალფის" მიერ 2011-2012 წლებში შემოტანილი საწვავისდიდი რაოდენობა კი, ლოგიკურად, საზღვარზე არ იქნება დაფიქსირებული და ეს საზღვარი ისე გადმოკვეთა ტვირთმა. თუ ტვირთი საზღვარზე დაფიქსირდა, მას საბაჟოზე ვეღარ დამალავ. გამოდის, რომ საზღვრის დაცვისა და საბაჟო სამსახურები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ორივე მხარე ისჯება - ტვირთის შემომტანიც და ისიც, ვინც საზღვარზე ის დაუფიქსირებლად გამოატარა. დავით კეზერაშვილი კი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსზე დაბალი დონის ჩინოვნიკთან არ დაიჭერდა საქმეს, ეს საკამათოც არ არის.


გარდა ამისა, თუ გამოძიება კონტრაბანდის ბრალდებით დაიწყო, ავტომატურად დადგება საბაჟო სამსახურის იმჟამინდელი პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც. როცა „გალფს" ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე ყველაფრის უფლება ჰქონდა, იმ დროისთვის საბაჟო დეპარტამენტი დღევანდელი სახით არ არსებობდა. საბაჟოზე ნებისმიერი ტვირთის გაფორმება და გადასახადის დაკისრება ორ სამსახურს ევალებოდა: ტვირთის გაფორმების სამსახურს, რომელსაც მაშინ გიორგი ბახტაძე ხელმძღვანელობდა და საბუთების გაცემის სამსახურს, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი ედგა სათავეში.


ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, კონტრაბანდულ საწვავს „გალფი" და კეზერაშვილი მხოლოდ 2011-1012 წლებში არ ეზიდებოდნენ საქართველოში და 2013 წლებშიც იმავეს აკეთებდნენ, ახალი ხელისუფლების პირობებშიც ჰყავდაო კეზერაშვილს მფარველები და მათ სოლიდურ თანხასაც უხდიდა, რომ კონტრაბანდული საწვავი შემოეტანა ქვეყანაში, გადასახადებისთვის თავი აერიდებინა და მაქსიმალური მოგება ენახაო. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რადგან კოჰაბიტაციის დროს „ნაცმოძრაობის" ლიდერებს რომ მფარველობენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არახალია და შესაძლოა, მათ შორის, კეზერაშვილიც იყო. თუნდაც მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით ჩხარტიშვილისა და დავით კეზერაშვილის ფარული შეხვედრები გავიხსენოთ, რის შესახებაც მთელი ქართული მედია წერდა.


„ალიას" ფინანსურ პოლიციასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომ „გალფში" ფინანსურის შესვლის ერთ-ერთი მიზეზი მონოპოლიებთან ბრძოლას უკავშირდება და ეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი განცხადების შედეგია, როცა მან კონკურენციის სამსახურის უფროსს კატეგორიულად მოსთხოვა ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონოპოლიურ ფასებში გარკვევა და ამ მონოპოლიების წარმოშობის მიზეზების დადგენა. სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონოპოლისტებთნ ბრძოლა დაიწყო და პირველი მსხვერპლი „გალფი" იქნება. თუ „გალფს" ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დაუმტკიცა, რომ კარტელური გარიგებების შედეგად, საბაზრო ფასზე მაღალ ფასში ჰყიდდა ნავთობპროდუქტს, ეს ფასი ხელოვნურად იყო წარმოქმნილი, მაშინ „გალფს" დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა არ ასცდება. გამოდის, რომ ხელისუფლებამ ე.წ. ბენზინის მაფიასთან ბრძოლა რეალურად დაიწყო და „ალია" მხოლოდ მიესალმება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016