reportiori.ge - ლამაზი კანის მთავარი მტრები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:29
სხვადასხვა
ლამაზი კანის მთავარი მტრები
ავტორი:
31 იანვარი, 2015. 20:26




თუ თქვენ შენიშნეთ, რომ სახის კანი გაგიფუჭდათ და მასზე გამონაყარი გაჩნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცუდად იკვებებით. თქვენი ორგანიზმი კი გარკვეული პროდუქტების დეფიციტს განიცდის.



სახის კანზე გამონაყარი და სიწითლე, რომელიც ძირითადად Т-ზონაში ჩნდება, არასწორი კვების შედეგი ყოფილა.



ერთფეროვანი საკვები, შეზღუდული რაციონი, ან რომელიმე პროდუქტის ზედმეტად მიღება თქვენს სახის კანზე საკმაოდ ცუდად აისახება. ასეთი პრობლემის წინაშე უმეტესად ის ადამიანები დგანან, რომლებიც დღის განმავლობაში ქუჩაში იკვებებიან. მედიკოსები აცხადებენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი სახის კანზე განსაკუთრებით ცუდად აისახება.



ასეთია მაგალითად ყავა - თუ თქვენ დღეში 3 ჭიქა არაძვირადღირებულ ყავას სვამთ, მაშინ გამონაყარი გარანტირებული გაქვთ. ზოგადად, კოფეინის დიდი დოზა გამონაყარის პროვოცირებას იწვევს. მედიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ კოფეინი ორგანიზმში კორტიზოლის გამომუშავებას ზრდის, რომელიც სტრესის გამოწვევას უწყობს ხელს. სტრესი კი თავის მხრივს კანის პრობლემებს იწვევს.



ტკბილეული და ცომეული - შაქარი, შოკოლადი, კანფეტი, ორცხობილა, ფუნთუშები, ჩიფსები, ტორტი და ნაყინი სახის კანისთვის განსაკუთრებით საშიში პროდუქტებია. ამ პროდუქტების ხშირად მიღება სახის კანის გაფუჭებას და მასზე გამონაყარს იწვევს.


ამიტომ მედიკოსები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ კვების რაციონს და ვეცადოთ ყველაფერში ზომიერება დავიცვათ.





(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016