reportiori.ge - რომან გოცირიძე: ბედმა გაგვიღიმა, რომ საგარეო პროცესები ჩვენთვის სასიკეთოდ ვითარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:51
ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ბედმა გაგვიღიმა, რომ საგარეო პროცესები ჩვენთვის სასიკეთოდ ვითარდება
ავტორი:
31 იანვარი, 2015. 21:48




"ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, როცა ეროვნული ვალუტის კურსი 25% - მდე ეცემა, არის სავალუტო კრიზისი," - ამის შესახებ "რუსათავი 2"-ის ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის ექსპერტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.



გოცირიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიკროინსულტს შეადარა და თქვა, რომ "ეროვნული ბანკი" ახლა იწყებს მკურნალობას. მისი მთავარი ამოცანა კი ფასები სტაბილურობაა.



ვალუტის გაუფასურებისას, რომან გოცირიძის განცხადებით, ყველაზე დიდი რისკი ფასების ზრდაა, ამიტომაც გოცირიძე "ეროვნული ბანკის" ნაბიჯებს სწორს უწოდებს.



"ქვეყანაში, სადაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული და დოლარიზებულია ჩვენი ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება აუცილებლად გამოიწვევს ფასების ზრდას. ბედმა გაგვიღიმა, რომ საგარეო პროცესები ჩვენთვის სასიკეთოდ ვითარდება, როგორიცაა ნავთობის გაიაფება და ევროს გაუფასურება. ეს პროცესები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებოდით," - აცხადებს რომან გოცირიძე.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016