ცოტა ნის წინ მთავარ პროკურატურაში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუაც შევიდა. თუმცა, ჭკადუას განცხადებით, მისი ეს ვიზიტი არ უკავშირდება უწყებაში ყოფილი სამართალდამცავების ყოფნის ფაქტს. შესაბამისად, ჭკადუასთვის უცნობია, მოხდა თუ არა ყველა იმ პირის დაკავება, ვის დასჯასაც ითხოვდა იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე. ასევე, ირმა ჭკადუას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, დღეს მოხდება თუ არა 2 მაისის სპეცოპერაციის საქმის ოფიციალურად გახსნილად გამოცხადება.
„არ მაქვს უფლება, რამე განსაკუთრებული განცხადება გავაკეთო ამასთან მიმართებაში. თუკი ვთქვათ, ოჯახის მოთხოვნა არ იყო, ეს იყო არასამთავრობოებისა და უფლებადამცველების განცხადება, რომ ტერაქტით დაკვალიფიცირებულიყო საქმე. სხვადასხვა პოლიტიკურმა ფიგურებმაც გააკეთეს მსგავსი განცხადებები. ყველა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ტერაქტი და აქედან გამომდინარე, დადგა დღის წესრიგში. ტერაქტს აქვს თავისი მახასიათებლები და ნიშნები. თუკი გამოძიების ეტაპზე გამოიკვეთა აღნიშნული ნიშნების არსებობა, კვალიფიკაციის შეცვლა არ არის პრობლემა.
ბატონი იური ვაზაგაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ ძალიან მალე 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმე უნდა გახსნილიყო", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.