reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა, ვინც „ნაციონალების“ მიმართ ძალადობა გამოხატა სამაგალითოდ დაისჯება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:46
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა, ვინც „ნაციონალების“ მიმართ ძალადობა გამოხატა სამაგალითოდ დაისჯება
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 18:09

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „პოლიცია იცავდა და იცავს  „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ექსცესები და ვუზრუნველყოთ მათი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ დაფიქსირდა ძალადობა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო,  ყველა ეს ადამიანი იქნება სამაგალითოდ, ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად. ჩვენ ვთქვით და შევპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება  სამაგალითო. ეს იქნება კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეაგხსენებთ, ზუგდიდში, შალვა დადიანის სახლემწიფო თეატრის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილ პრაიმერის დროს, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქცის მონაწილეებმა ადგილზე მისულ „ნაციონალების წევრებს" ბოთლები, ქვები და ცოცხები დაუშინეს.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016