reportiori.ge - ნოდარ ხადური: კურსი მეტად არ შეიცვლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:28
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: კურსი მეტად არ შეიცვლება
ავტორი:
05 თებერვალი, 2015. 10:23

 

 

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ ლარის კურსი სტაბილური იყოს. ღარიბაშვილი დაინტერესდა რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასტაბილურებაში, როგორც ამას აპირებდა. ხადურმა განაცხადა, რომ კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჯერჯერობით არ მოუწია  ჩარევა, ვინაიდან ამის საჭიროება აღარ იყო, რადგან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა.


მისივე თქმით უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის ვალუტა არის ლარი.

 

"ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ კურსი იყოს სტაბილური. უნდა გითხრათ, რომ ვაჭრობის შედეგები პრაქტიკულად უცვლელი რჩება სამი დღის განმავლობაში, ჩარევის გარეშე, რაც უკვე საკმაოდ სერიოზულ იმედს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ კურსი მეტად არ შეიცვლება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.



ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 5 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 1.9977 ლარად არის შესაძლებელი.


 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016