ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 4%-ზე მაღალი იქნება
05 თებერვალი, 2015. 10:26
ბიუჯეტით გათვალისწინებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა წელს 4%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ გუშინ დაზუსტდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას ეკონომიკაში სტაგნაცია ექნება.
„სომხეთისა და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 0% დაფიქსირდა. წელს ელოდებიან რუსეთში დაცემას, გასაგები მიზეზების გამო. ბელარუსში იქნება დაახლოებით 0%-იანი ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანში - 1,5%. ჩვენ ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 4%-ზე მაღალი იქნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00