„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე „რეპორტიორთან" საუბარში უარყოფს დოდო აფრასიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა ბადრი ბიწაძე, რომელიც ბარამიძესთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან ერთად აფრასიძეების მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.
„პირველ რიგში, მინდა, წლების შემდეგ, მივუსამძიმრო ქალბატონ დოდოს ის საშინელი ტრაგედია, რომელიც მის ოჯახს დაატეხა თავს „ნაციონალურმა მოძრაობამ". რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა და ესწრებოდა ბადრი ბიწაძე, ეს არის გამორიცხული. ალბათ, ქალბატონ დოდოს შეეშალა ბატონი ბადრი სხვა ადამიანში, იმიტომ რომ ბადრი ბიწაძე არ იმყოფებოდა იქ, სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებდა და ამ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს,"- აცხადებს ბაკურ ბაკურაძე.