საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების გაიაფების მიხედვით, გრძელდება ფასების შემცირება ,,სოკარი''-ს ავტოგასამართი სადგურების მთელი ქსელის მასშტაბით ყველა სახის ნავთობპროდუქტზე - აღნიშნული განცხადება „სოკარის" პრეს-სამსახურმა „რეპორტიორს" მიაწოდა.
„ამჯერად ფასები კიდევ 4-5 თეთრით შემცირდა და 2015 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა: ,,ნანო-დიზელზე''- 1,61 ლარი; ,,ევროდიზელზე''- 1,79 ლარი; ,,ნანო-რეგულარზე''- 1,63 ლარი; ,,ევრორეგულარზე''- 1,66 ლარი; ,,ნანო-პრემიუმზე''- 1,74 ლარი და ,,სუპერზე''- 1,84 ლარი.
გარდა აღნიშნულისა, ,,სოკარის'' მომსახურების ცენტრებში ქვეყნის მთელი მასშტაბით, მომხმარებელს სთავაზობენ დამატებით ფასდაკლებას ნავთობპროდუქტებზე, ხოლო ბუნებრივ გაზზე ფასდაკლება შეადგენს 9 თეთრს" , - ნათქვამია განცხადებაში.