reportiori.ge - ჯამბულ გამცემლიძე: ბიძინა ივანიშვილი ესაუბრა სოსო რობაქიძეს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:34
ინტერვიუ
ჯამბულ გამცემლიძე: ბიძინა ივანიშვილი ესაუბრა სოსო რობაქიძეს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით
ავტორი:
06 თებერვალი, 2015. 14:54


 

არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" თავმჯდომარე ჯამბულ გამცემლიძე ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს. გამცემლიძე განმარტავს - მიუხედავად იური ვაზაგაშვილის მკვლელობისა, ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე" აგრძელებს სამართლიანობისათვის ბრძოლას. „რეპორტიორი" გთავაზობთ ინტერვიუს ჯამბულ გამცემლიძესთან:

 

 

_ ჩვენი ორგანიზაცია არ წყვეტს იმ საქმიანობას, რაც ბატონ იურის მიზნად ჰქონდა დასახული. მისი სურვილი იყო, რომ შეექმნა საზოგადოებრივი დარბაზი, სადაც თავს მოიყრიდნენ ინტელექტუალები და განახორციელებდნენ მონიტორინგს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც დღეს იკავებენ საკვანძო თანამდებობებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს ადამიანები მხილებულნი იყვნენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებში, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ჩაიდინეს. უნდა აღდგეს სამართლიანობა, გამოძიებულ იქნას გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეები. ბატონი იური შეეწირა სამართლიანობის აღდგენის საქმეს. ჩვენი ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე", რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, ჩვენს მეგობრებთან ერთად ვაპირებთ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.



__ უფრო კონკრეტულად, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამთ, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით?



_ 9 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება აქცია იუსტიციის სახლთან, „პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან". ჩვენი აქციის დევიზია „არა ნაციონალურ მოძრაობას!", „არა ტერორიზმს!" და „სამართლიანობის დამკვიდრება". ამ მემორიალს მიემატა იური ვაზაგაშვილის სახელიც. ჩვენ მოვითხოვთ იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მთავარ პროკუროს და საინტერესო საუბარი გაიმართა ჩვენს შორის. მათ აღგვითქვეს, რომ რამდენიმე დღეში გაიხსნებოდა ზურა ვაზაგაშვილის საქმე და ეს ასეც მოხდა. ვიმედოვნებთ, რომ სხვა საქმეების გახსნაც მოხდება უახლოეს მომავალში. ასევე იმედი გვაქვს, რომ დაისჯებიან ის ადამიანები, რომელთა სიაც იური ვაზგაშვილმა სიცოცხლეში გადასცა პროკურატურას. და ის ჩინოვნიკები, რომლებიც დღესაც იკავებენ თანამდებობებს და მონაწილეები იყვნენ ან ირიბად, ან პირდაპირ დანაშაულის ჩადენაში, გათავისუფლდებიან სამსახურებიდან და პასუხისგებაში მიეცემიან.



__ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, გარდა დაკავებული პირებისა, იკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა?



_ რაც შეეხება კონკრეტულად ზურა ვაზაგაშვილის საქმეს, მიმაჩნია, რომ ირაკლი ფირცხალავაზე მაღალი თანამდებობის პირები არიან ამ საქმესთან დაკავშირებულები. ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი და ძმანი მათნი. იმიტომ, რომ სააკაშვილის გარეშე ვერცერთი ჩინოვნიკი ამას ვერ გაბედავდა. 100-მდე პოლიციელი და სპეცრაზმელი შუა ქუჩაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას,  მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარებას ზემდგომი პირების გარეშე ვერ გაბედავდნენ. მსგავსი ტიპის ქმედება მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გარეშე ვერ გადაწყდებოდა. მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვერ დავადებ პირდაპირ ხელს ვერავის, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა გზა მიდის მიხეილ სააკაშვილამდე.



__ იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. შედგა თუ არა რაიმე სახის საუბარი თქვენს შორის?


_ მე ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ მივესალმე. ჩვენს შორის არანაირი საუბარი არ შემდგარა. თუმცა, ივანიშვილი ესაუბრა სოსო რობაქიძეს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, რომლის გამოძიებაც, რატომღაც დამუხრუჭებულია.



__ თქვენი შვილის, გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმე რა ეტაპზეა და იკვეთება თუ არა ახალი დეტალი?



_ გუშინ ტელევიზიით გაშუქდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამყალბებლების სასამართლო პროცესი. სადაც ამ გამყალბებლებიდან ერთ-ერთი ჩემი შვილის საქმის პირდაპირი გამყალბებელიცაა. ეს ადამიანია როსტომ ლაზარია, რომელიც მუშაობდა სამხარაულის საექსპერტო ბიუროს უფროსის მოადგილედ. ამჟამად არ ვიცი, რას საქმიანობს. ჩემი ოჯახი აპირებს მის მიმართ სარჩელის შეტანას. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო ერთი ჯგუფი, რომელიც აყალბებდა საქმეებს - დაწყებული მერაბიშვილიდან და დამთავრებული ლაზარიამდე. მათ ჩემი შვილის საქმე არამარტო გააყალბეს, თვალებში ნაცარი შეგვაყარეს. ეს არის დამცირება და დაცინვა. 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016