reportiori.ge - ზაზა გაბედავა: გენერალი რომან დუმბაძე, ისევე როგორც იური ვაზაგაშვილი, „ნაცმოძრაობამ“ მოკლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:12
პრეს-დაიჯესტი
ზაზა გაბედავა: გენერალი რომან დუმბაძე, ისევე როგორც იური ვაზაგაშვილი, „ნაცმოძრაობამ“ მოკლა!
ავტორი:
06 თებერვალი, 2015. 15:04

 

 

 

„იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ზაზა გაბედავა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს მოსკოვიდან ეხმიანება და აცხადებს, რომ მეგობრების დახმარებით, ხელში ჩაუვარდა სააკაშვილის კუდ-ის არქივი, ნაცისტური რეჟიმის რაიხსფიურერებს შორის წარმოებული მიმოწერა, რომელიც უამრავ დაფარულ და საჭირბოროტო საკითხს ააშკარავებს! ზაზა გაბედავა მზად არის, ეს დოკუმენტები „ასავალ-დასავალს" გადმოსცემს და იქვე ექსკლუზიურად აცხადებს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავის დროზე გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, როცა გიგა ბოკერია არ დახვრიტეს!

 

- ბატონო ზაზა, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შესახებ თქვენ საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავდით...

 

- მკვლელები რომ დაიჭირეს და რომანის მეუღლე ქალბატონი ციცინო დუმბაძე მოსკოვში ჩამოვიდა, მაშინ ვკითხე - ქალბატონო ციცინო, სად არის ჯიჭონაია, რომელიც მკვლელობაში ფიგურირებდა-მეთქი? ქალბატონმა ციცინომ მიპასუხა - თბილისში დახურული სხდომა ჩაატარეს, ჯიჭონაია ისე გაასამართლეს, რომ არავინ მიგვაკარეს და 9 წელი მიუსაჯესო! ჯიჭონაია ახლაც თბილისში იხდის სასჯელს და დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ის მეგის ქარდავასა და ახალაიების განუყრელი მეგობარია. სწორედ ჯიჭონაიამ ჩამოიტანა თბილისიდან მოსკოვში 200 ათასი ამერიკული დოლარი რომან დუმბაძის მკვლელებთან. მოსკოვში მე დავდიოდი რომანის მკვლელების სასამართლო პროცესზე და სწორედ ამ ნაძირლებმა - ბელქანიამ და სხვებმა - წამოაყრანტალეს ჯიჭონაიას გვარი, რომელიც მოსკოვს არ გადმოსცეს და თბილისში აიყვანეს.

 

- ჯიჭონაია რომ მეგის ქარდავას და ახალაიების უახლოესი ძმაკაცია, თქვენ საიდან იცით?

 

- ვიცი, რომ ეს დანამდვილებით ასეა და აქედან გამომდინარე, ვამტკიცებ და საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ გენერალი რომან დუმბაძე, ისევე როგორც ცხონებული იური ვაზაგაშვილი, მოკლა „ნაცმოძრაობამ"! უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ გენერალი რომან დუმბაძე „ნაცმოძრაობის" მოკლულია!


- იური ვაზაგაშვილი ვინ მოკლა?

 

- ვისაც ცურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნა არ აწყობდა, იური ვაზაგაშვილიც იმან მოკლა! პირდაპირ გეტყვით - დიდი ეჭვი მაქვს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არ გაიხსნება! ახლა ველოდები ექსკლუზიურ მასალებს ირაკლი ფირცხალავას შესახებ, კერძოდ, თუ რას აკეთებდა ფირცხალავა ნაძირალა ვანო მერაბიშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად კოდორში, როცა ქართველებს ესროდნენ და ხოცავდნენ. ფირცხალავა არის ყველაფერზე წამსვლელი, ბინძური ადამიანი და მე ძალიან გამიკვირდა, „იმედის" გადაცემაში აქსელბანდებითა დაუმწიკვლო სახით რომ გამოიყვანეს ეს მკვლელი. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ჩემი მეგობრების დახმარებით, ხელში ჩამივარდა სააკაშვილის კუდ-ის არქივი, სადაც ახალაიები და მერაბიშვილი ერთმანეთს საოცრებებს სწერენ. ამ დოკუმენტებს ორი თვე ვერ წაიკითხავ, იმდენია... ახალაიები პირდაპირ მბრძანებლობენ მერაბიშვილს - ეს აქ დანიშნე, ის აქ დანიშნეო! - ეუბნებიან, ანუ შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე იდგა ახალაიებზე. დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ ესენი იყვნენ ტერორისტები და სიმართლე გითხრათ, ეს არც მიკვირს, რადგან სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე უფრო „ცნობადი სახეები" - რურუები, გაბაშვილები, ბოკერია ნაგავი, ყელამდე სისხლში არიან მოთხვრილები.

 

- ბატონო ზაზა, რურუები და გაბაშვილები ვინც არიან, ვიცით, მაგრამ გიგა ბოკერიაც სისხლიანია?

 

- ბოკერია იყო მხედრიონელი, ღლაპი...

 

- მეც გამიგია მაგის შესახებ, მაგრამ ამას ვერავინ ადასტურებს... კონკრეტული ფაქტი გაქვთ და შეგიძლიათ, ხელი დაადოთ, რომ გიგა ბოკერია ხალხს ესროდა ან მსგავს საშინელებას სჩადიოდა?

 

- ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ! რას ნიშნავს, რომ ბოკერიას ნაძირლობას ვერავინ ადასტურებს? კონკრეტულ ფაქტს გეტყვი, - ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლი ურუმბეგაშვილმა პუტჩის დროს დაიჭირა ავტომატიანი ბოკერია და შემოათრია უზენაესი საბჭოს შენობაში. დიახ, ყურით შემოათრია... ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლი სანდრო გიგა ბოკერიას უპირებდა დახვრეტას და დახვრეტდა კიდეც, მაგრამ ირაკლი ურუმბეგაშვილმა გადაარჩინა ეგ ნაძირალა, ეგ გათახსირებული იეღოველი და ქართველი ერის მოღალატე!


- ირაკლი ურუმბეგაშვილი ამას დაადასტურებს?

 

- პრობლემა არ არის! ირაკლი ძალიან ვაჟკაცი პიროვნებაა, „კოლხურ კოშკს" იცავდა, არაერთგზის დაიჭრა, ახლახან ძმა გარდაეცვალა... ირაკლი ურუმბეგაშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს, „სკაიპის" საშუალებით ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს და ძალიან ვნანობთ, რომ მაშინ ეგ ნაძირალა ბოკერია სანდროს ხელიდან გამოვტაცეთ და არ დავხვრიტეთ! დამერწმუნეთ, საქართველოს ერთი კობრა, ერთი ასპიტი მოაკლდებოდა. დიახ, ძალიან ნანობს ირაკლი, რომ ბოკერია გადაარჩინა... ყველა ვნანობთ ამას! მე დავუკავშირდები ირაკლი ურუმბეგაშვილს, ის ამ ფაქტსაც დაადასტურებს და უამრავ საინტერესო რამესაც გეტყვით!


P. S. ბატონი ირაკლი ურუმბეგაშვილის გამოხმაურებას მოუთმენლად ველით... თუ ბატონი ირაკლი ინებებს და დაგვიკავშირდება, ინტერესით მოვუსმენთ! ისე, ყოველივე ზემოთქმულის შესახებ ბოკერიას კომენტარიც საინტერესო იქნება... საინტერესოა, მართლა ესროდა იგი ეროვნულ ხელისუფლებას ავტომატს?!


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016