reportiori.ge - ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ჯარიაშენში სასულიერო პირები მშვიდობისათვის ღვთისმშობლის პარაკლისს ასრულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
კონფლიქტები
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ჯარიაშენში სასულიერო პირები მშვიდობისათვის ღვთისმშობლის პარაკლისს ასრულებენ
06 თებერვალი, 2015. 16:11


გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში ე.წ. საზღვართან სასულიერო პირები მშვიდობისათვის ღვთისმშობლის პარაკლისს ასრულებენ.



სოფლის ცენტრში ეკლესიასთან ადგილობრივი მრევლი უკვე შეიკრიბა. ჯარიაშენში გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრაც ჩავიდა. პარაკლისის შესრულება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელში რამდენიმე ინციდენტის დაფიქსირების შემდეგ გადაწყდა.



სოფელ ჯარიაშენის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირებმა სოფლის მკვიდრი, 70 წელს გადაცილებული ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. იგი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამავე სოფელში კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, ორმა დაკავებულმა ადგილობრივმა გამოქცევა შეძლო, თუმცა შეიარაღებულმა პირებმა მათი კუთვნილი მცირე ზომის სახნავი ტრაქტორი გაიტაცეს და მოგვიანებით დაზიანებული დააბრუნეს. მოსახლეობის თქმით, წელს კიდევ ერთხელ შეეზღუდათ საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომა.



აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, ეპარქიის მმართველმა და სასულიერო პირებმა მშვიდობის პარაკლისის აღსრულება გადაწყვიტეს. ამ წუთებში სოფლის ეკლესიაში მეუფე ანდრია ლოცვას აღავლენს, რის შემდეგაც მრევლი და სამღვდელოება სოფლის განაპირას ე.წ. საზღვრისკენ გაემართებიან.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016