reportiori.ge - ფოტოგრაფების, ლაფანყურისა და „ენვერის“ გამომძიებელი დაწინაურდა! - ვინ უნდა დაიაჯოს ამისთვის „ოცნების“ ხელისუფლებიდან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ფოტოგრაფების, ლაფანყურისა და „ენვერის“ გამომძიებელი დაწინაურდა! - ვინ უნდა დაიაჯოს ამისთვის „ოცნების“ ხელისუფლებიდან?
ავტორი:
06 თებერვალი, 2015. 18:21



თავდაცვის მინისტრი, ახალ სკანდალში ეხვევა! მინდია ჯანელიძე გაუგონარ გადაწყვეტილებას იღებს და ფოტოგრაფების, „ენვერის“, ლაფანყურის საქმეების გამომძიებელს, ვალერიან ზუმბაძეს, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ ნიშნავს. ჯანელიძის უწყების პრესსამსახური ვალერიან ზუმბაძის დანიშვნას ადასტურებს. მინისტრი ან „კროკოდილის“ კაიფშია და ამიტომაც უკუსვლით მიდის, ან მას ვიღაც შეგნებულად უგდებს „ნიანგებს“ შესაჭმელად!

 

თუკი მინისტრის პოლიტიკურ კომპასს დავაკვირდებით, დიდი ალბათობით ის მალე დაემშვიდობება თავდაცვის უწყებას. თუკი იური ვაზაგაშვილის ამაზრზენი მკვლელობა გახდა იმის საფუძველი, რომ შსსდან მისი შვილის მკვლელები გაეშვათ, არანაკლები დანაშაული და ცოდვა აწევს ვალერიან ზუმბაძეს, იმისთვის რომ ყოფილმა პოლიტპატიმრებმა მისი დანიშვნა გააპროტესტონ და გაუყენონ სამართლებრივ გზას. ჩვენი ინფორმაციით, დაიწყება საპროტესტო ტალღა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ვალერიან ზუმბაძემ თავის დროზე გაამწარა და უკანონოდ ამყოფა ციხეში.

 

ზუმბაძესთან დაკავშირებით კი ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აკეთებდა სკანდალურ განცხადებას, რომ ვალერი ზუმბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაისაიამ ღიად ისაუბრა ამ პიროვნების დანაშაულების შესახებ, ხელისუფლებამ ის მაინც თავის ფრთებქვეშ შეიფარა. „ოცნება“ წერას არის ატანილი და სხვა ძალებში საფრთხის ძებნას, საკუთარ ხელით ნაღმებს რომ იდებენ სკამებქვეშ, ამასაც მიაქციონ ყურადღება, თორემ ერთი დღეც იქნება და აფეთქდებით, ბატონებო ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს სამი ფოტოგრაფი იქნა დაკავებული და ამ საქმეში სწორედ რომ ვალერიან ზუმბაძე ფიგურირებს.

 

ვახტანგ მაისაიას სკანდალური განცხადებები, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ყურს მიღმა გაატარა. რა შედეგიც გამოიწვია ხელისუფლების ასეთმა დამოკიდებულებამ და კაციჭამიების ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელ პირებად დანიშვნამ, საუბედუროდ, ეს 20 იანვარს ვნახეთ, როცა იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს და ეს არ იქნება უკანასკნელი შემზარავი ფაქტი. ჩვენთან საუბარში ვახტანგ მაისაია, არ გამორიცხავს, რომ ვაზაგაშვილის მერე, შემდეგი ის იყოს, რადგან სწორედ ის დაუპირისპირდა სისხლისმსმელებს, ვინც მას აწამებდა და ვინც ჯაშუშობის ბრალდებით უკანონოდ გამოკეტა ციხეში, მის ერთ-ერთ მწამებლად და მისი საქმის გამყალბებლად ის სწორედ ვალერიან ზუმბაძეს ასახელებდა: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელმა პისტოლეტი თავზე დამადო და გაისროლა. ახლა კი დავაზუსტებ: ამას შეესწრნენ ზუმბაძე,  ორჯონიკიძე და მაზმიშვილი. როგორც აღმოჩნდა, პისტოლეტში ტყვია არ იდო. თუმცა იქვე იდო მეორე, დატენილი პისტოლეტი და ის დამანახეს, ზედ ხელიც დამადებინეს. მითხრეს, ამაზე უკვე შენი ნათითურებია, ვიტყვით, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიე, იარაღი აიღე და გაქცევა სცადე და ამიტომ შენი ლიკვიდაცია გახდა საჭიროო“.

 

დიახ, ეს ვალერიან ზუმბაძე, მინდია ჯანელიძის უწყების სახე გახდა, თუმცა მის მიმართ პრეტენზიები ამით არ შემოიფარგლება, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „ალიასთან“ საუბარში აცხადებს:

 

– სამწუხაროა, მაგრამ მარტივად  პროგნოზირებადი გარემოებაა, არ გამიკვირდებოდა, თავდაცვის ახალ მინისტრს პირველ მოადგილედ რომ დაენიშნა ვალერიან ზუმბაძე, რადგან ისინი დიდი ხანია, ერთიან სხეულს წარმოადგენენ, იმ პერიოდიდან, როდესაც ერთსა და იმავე საერთო საცხოვრებელში ერთსა და იმავე ოთახში ცხოვრობდნენ კარგა ხანს, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტს აფარებდნენ თავს. მე მათ ძველი ტერმინოლოგიით მოვიხსენიებ და ვუწოდებ „კაგებეშნიკებს“... ზუმბაძე ის ადამიანია, რომელიც დღემდე აღიქმება, როგორც ვანო მერაბიშვილის ხელისბიჭი, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა 2012 წელს, დახვედროდა საქართველოში შემოტყუებულ ჩეჩნებს, რომლებიც, ევროპაში ცხოვრობდნენ და ყოფილიყო მასპინძელი იმ საზიზღარი ოპერაციის, რასაც ლაფანყურის ოპერაცია ჰქვია. მეტიც, ზუმბაძე იყო გამცილებელი გადარჩენილი ჩრდილოეთ კავკასიელებისა თურქეთის საზღვარზე. ეს ინფორმაცია არც ერთ ქართულ წყაროს არ მოუწოდებია ჩვენთვის, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ს ვეტერანთა ასოციაციამ, ისინი მსოფლიოში მიმდინარე ყველა საქმეზე ფლობენ ინფორმაციებს და სწორედ ისინი ასახელებენ ვალერიან ზუმბაძეს, რომელიც ამ ჯგუფის გადაადგილებას აკონტროლებდა საქართველოს შიგნით და შემდგომ, საწინააღმდეგო მიმართულებით.

 

ვალერიან ზუმბაძე სამინისტროში დახვდა შს მაშინდელ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. რადგან ამ პარადოქსს არ იმჩნევს ახალბედა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და აგრძელებს ამ კადრებით კმაყოფილების რეჟიმში საქმიანობას, შევახსენებ, რომ ვანო მერაბიშვილმა ლაფანყურის ე.წ. სპეცოპერაციის გამოძიების უფროსად დანიშნა სწორედ ბატონი ზუმბაძე. რეალურად, არანაირი გამოძიება არ დაწყებულა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მხოლოდ მძევალთა აყვანის თემაზე. კიდევ უფრო უარესი რეალობა ის გახლავთ, რომ ლაფანყურის საქმეს იძიებდა ისევ ბატონი ზუმბაძე ახალი ხელისუფლების პირობებშიც, შედეგიც ისევ ნულოვანი იყო.

 

კიდევ უფრო უარესი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის არის ის, რომ 2013 წლის აპრილში ტელეკომპანია „რუსთავის“ საშუალებით ბატონმა ივანიშვილმა დაგვზაფრა, სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება ლაფანყურის ოპერაციის საქმე და ეს იქნება შოკისმომგვრელი ინფორმაცია ჩვენი მოსახლეობისთვისო, ველოდებოდით და მივიღეთ ლამის ორწლიანი დუმილი. მეტიც, მისი განცხადების შემდეგ, ღარიბაშვილმა მოითხოვა იმ ცხედრების ექსჰუმაცია, რომლებიც პანკისში დაიკრძალნენ და დღეს უკვე ფაქტია, როცა არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ვიღაცის სურვილზე პროცედურები არ ტარდება, ეს კანონდარღვევაა. ვიღაცამ ძალაუნებურად ჩაითრია დანაშაულის დამალვაში ივანიშვილი და ღარიბაშვილი. მათ რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ და გაეჟღერებინათ, რასაკვირველია, დღეს, რაიმე პრობლემა, უკრაინაში კადრების დამკვიდრების ან „ნაციონალების“ მხრიდან საფრთხეები სრულიად გამორიცხული იქნებოდა, რადგან იქ არის ფაქტები, რომლის გასაჯაროების შემთხვევაში, სააკაშვილს სტრასბურგში კი არ მიიწვევდნენ და უკრაინაში კი არ დაასაქმებდნენ, არამედ უკვე კარგა ხნის მკვიდრი იქნებოდა საპატიმროსი.

 

– რა იმალება ამ სპეცოპერაციის მიღმა, რის გამოც სააკაშვილის პასუხისმგებლობა დადგებოდა?

 

– 110 ჩრდილოეთ კავკასიელი მოპატიჟებული იყო, რომ აქ ძალა მოეკრიბათ და შემდეგ, ჯიჰადის მიზნით ჩრდილოეთ კავკასიაში გადაეყვანათ. ამ თემაზე ევროპის მაცხოვრებელი ჩრდილოკავკასიელების წრეში იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, არ ურჩევდნენ აქეთ დაძვრას, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ჩამოვიდნენ და ისინი დააბინავეს თბილისის ნაქირავებ ბინებში. მათ ჰქონდათ შესაბამისი იარაღი, წვრთნიდნენ საქართველოს სამხედრო ბაზებზე. 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „ნაცმოძრაობა“ ქირაობს ბინებს და იქ შეაქვთ იარაღი. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ჩრდილოეთ კავკასიელები ჩამოდიოდნენ ასეთი მოწვევით საქართველოში. ეს ჯგუფი ხან თავდაცვის, ხან შსს-ს ჯიპებით დაჰყავდათ შეიარაღებული ლაფანყურში და მოჰყავდათ უკან. ამას თვალს ადევნებდნენ პანკისელები. როცა მიხვდნენ, რომ არავინ გზას არ დაუთმობდათ ჩრდილოეთისკენ, გარკვეულმა მცირე ჯგუფმა გადაწყვიტა თავისთვის ეშველა და დამოუკიდებლად გადასულიყო ჩრდილოეთ კავკასიაში. მაშინ იყო, რომ ყვარლის სახლიდან სააკაშვილი ჩაერთო ტელევიზიით და გვითხრა, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში შემოვიდა დივერსანტთა ჯგუფი, რომელმაც მძევლად აიყვანა ახალგაზრდები. როდესაც მან გამოაცხადა, რომ იგეგმება მძევლების განთავისუფლების ოპერაცია, არ უთქვამს, რომ მძევლები 28 რიცხვის პირველი საათისთვის უკვე განთავისუფლებული იყვნენ და კახეთის ერთ-ერთ განყოფილებაში აძლევდნენ ჩვენებას და ისმენდნენ მუქარას, რომ ამ საკითხზე სიტყვა არავის არ უნდა დაეძრა. დაღუპულთა რაოდენობა კი ცალკე საკითხია, ჯერ გამოაცხადეს 7 ცხედარი, ცოტა ხნის მერე 11 ცხედარი. განსაკუთრებული გაოცების საგანი გახლავთ სამი ქართველის დაღუპვა, ორი ინსტრუქტორი იყო და ერთი ექიმი. ცხედრებს თითო ტყვია ჰქონდა ნასროლი, ზუმბაძე კი იყო პასუხისმგებელი ამ საქმის გამოძიებაზე, როგორც ყოფილი, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში....

 

თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი შემადგენლობა კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ წინა მინისტრის გადაადგილება რუსეთის საამებლად იყო გაკეთებული. თუ ადამიანი სიმართლეს ვერ იცავ, უნდა განერიდო და არ უნდა დარჩე სკამის მონად.

 

და კიდევ ერთი სამხილი ხელისუფლებას, ვალერიან ზუმბაძის „პროფესიონალიზმის“ შესახებ:

 

პანკისში მცხოვრები ეთნიკური ჩეჩენის საიხან მუზაევის განცხადებით, შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელი ვალერი ზუმბაძე მას მოკვლით ემუქრებოდა. როგორც მუზაევი აცხადებს, მისგან ცრუ ჩვენების მიცემას ითხოვდნენ: „ვალერი ზუმბაძემ, კონტრდაზვერვის თანამშრომელმა, რომელიც ლაფანყურის საქმის გამოძიებას კურირებდა, შემომთავაზა ფული, სახლი, მანქანა და სამსახური, თუ ცრუ ჩვენებას მივცემდი. როდესაც ამის გაკეთებაზე უარი ვთქვი, მოკვლით დამემუქრა“(?!).

 

P. S. როგორც ხედავთ, მკვლელები არასად წასულან, მკვლელებს აწინაურებენ, ხელისუფლებაში „სიკვდილმა“ დაიბუდა, მკვლელობების გეშინოდეთ, ხალხო!

 

ნინო სამხარაძე


გაზეთი „ალია“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016