reportiori.ge - ვინ იყო ის 11 ადამიანი და 3 მოქმედი მინისტრი, ვინც ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობას ესწრებოდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ იყო ის 11 ადამიანი და 3 მოქმედი მინისტრი, ვინც ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობას ესწრებოდა?
ავტორი:
06 თებერვალი, 2015. 18:16

 

 

ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დღემდე გავრცელებული ყველა ვერსია, შესაძლოა, თავდაყირა ამოტრიალდეს. აქამდე ვრცელდებოდა ვერსიები, რომ პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო კანცელარიაში, ან პრეზიდენტის შავნაბადას რეზიდენციაში მოკლეს. ამის შესახებ ბევრი ჭკუასაკითხავი ადამიანი, პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ ჟურნალისტი მტკიცებულებითი ფორმითაც ლაპარაკობდა მედიით. თუმცა, საქმე იქითკენ მიდის, შესაძლოა, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი თელავში მოკლეს და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე, #53-ა ბინაში, მათი ცხედრები შეიტანეს. ზურაბ ჟვანია თელავში რომ მოკლეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან მისწერა პროკურატურას პატიმარმა, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა, სნაიპერმა თეიმურაზ გვარაძემ, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი ეხლა გახდა. მანამდე ის ზურაბ ჟვანიასთან მუშაობდა. ის ითხოვდა, რომ დაეკითხათ, რადგან ჟვანიას მკვლელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჰქონდა. მაშინ გვარაძის ამ განცხადებს ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ამჯერად, ზურაბ ჟვანიას საქმის მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა, მისი ციხიდან გავრცელებული წერილი სასამართლო პროცესზე წაიკითხადა გვარაძის დაკითხვა მოითხოვა. ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანიაადასტურებს, რომ პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდა პრემიერისა და რაულ უსუპოვის თელავში მკვლელობის ინფორმაციით და ამეტაპზე ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი თელავში მოკლეს, მსხვერპლთა გარდა, მკვლელობას 11 ადამიანიესწრებოდა და აქედან 3 მათგანიდღესაც მინისტრიაო (საუბარია 2013 წელზე). ვიდრე იმის გარკვევას შევეცდები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყოიმ 11 კაცში, აქედან, ვინ იყო 3 კაცი, რომელთაც გვარაძის წერილის გავრცელების პერიოდში მინისტრისპოსტი ეკავათ, მანამდე გავიხსენოთ ის ცნობილი მოტივები, რის გამოც, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანია მოკლეს. ზურაბ ჟვანიას მკვლელობას, ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას უკავშირებდნენ. ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძე წლებია ლაპარაკობს. კაკაბაძე აცხადებს, რომ ჟვანია თემურ ალასანიამ მოიშორა, რადგან პრემიერმა თბილისის აეროპორტისა და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის უტენდეროდ შესყიდვაზე ალასანიას უარი უთხრა და მისი ყველა ინიციატივა, კაპიკებად ჩაეგდო ხელში სახელმწიფო ქონება, დაბლოკა. ამით, ცხადია, სააკაშვილს დაუპირისპირდა, რადგან დისშვილის დასტურის გარეშე, ალასანიას ამხელა მადა ვერ აღმოაჩნდებოდა. ამასთანავე, კაკაბაძის თქმით, თემურ ალასანია კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობდა, რასაც მილიარდები მოჰქონდა მისთვის და მისი პარტნიორებისთვის, მათ შორის, სააკაშვილისთვის. მისი ამ საქმიანობის ერთ-ერთი ადგილი საქართველო იყო, ზურაბ ჟვანიამ კი მას კატეგორიულად განუცხადა, რომ საქართველოში იარაღს ვერც იყიდდა და ვერც ქართულ პორტებს გამოიყენებდა კონტრაბანდული იარაღის გადასატანად. გამოდის, რომ თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულნი იყვნენ ზურაბ ჟვანიას მოცილებით, რადგან მათ დიდი ფულის შოვნაში დაბრკოლებას უქმნიდა. 

 

ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ასევე სახელდება ფოთის პორტის გაყიდვის პროცესის დაბლოკვა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ყიდვა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფს სურდა, ცხადია, ჩალის ფასად და ჟვანიამ ეს გარიგებაც ჩაშალა. ფოთის პორტის შეძენის მსურველთა შორის სახელდებიან თემურ ალასანია და კახა ბენდუქიძე. ასევე, ერთ-ერთი ვერსიით, ზურაბ ჟვანიას ფოთში სურდა ახალი პორტის „კოლხეთის" აშენება. ეს პროექტი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში დამუშავდა, მას ჟვანია კურირებდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ეს თემა ჟვანიამ ისევ წამოსწია და ახალიპორტის ასაშენებლად, ინვესტორებთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები. „კოლხეთი" სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ფოთის მოქმედი პორტის მესვეურთ, ვინც დიდ ფულსშოულობდა და სწორედ მათ ინტერესებსშეეწირა ჟვანიაო. ამ სამივე შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ბიზნესინტერესებზეც არის ლაპარაკი და ამიტომაც, ყველა ვერსიაში, მკვლელთა შორის იმჟამინდელი პრეზიდენტი სახელდება.

 

გარდა ამისა, მედიით ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ ჟვანია შეეწინააღმდეგა სააკაშვილისა და ბენდუქიძის იდეას, ბათუმის ნავთობტერმინალის გაყიდვის თაობაზე. ახლა ვნახოთ, თეიმურაზ გვარაძის მიერ ნახსენები 11 კაციდან, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თელავში სააკაშვილის გვერდით, როცა ჟვანია და უსუპოვი მოკლეს. ცხადია, სააკაშვილის იმჟამინდელი უახლოესი გარემოცვის წევრები უნდა გავიხსენოთ. ქართულ და უცხოურ მედიაშიც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისას სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. შესაძლოა, ამ 11 კაცში იყო უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი, გელა ბეჟუაშვილი, რომელიც დღემდე სააკაშვილის ახლო მეგობარია და იმ დროს, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას სააკაშვილი მას უთანხმებდა. არ არის გამორიცხული, ამ თავყრილობას დასწრებოდა ლევან ვარშალომიძე, რომელიც იმ დროს უკვე აჭარის პირველკაცი იყო. მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ბათუმის ნავთობტერმინალის პრივატიზება სახელდება.სააკაშვილის ახლოგარემოცვის წევრი იყო დავით კეზერაშვილი, სააკაშვილი ყველა ფინანსური საკითხის განხილვისას ისწრებდა მას, ამდენად, შესაძლოა, ისიც ესწრებოდა ამ შეხვედრას.

 

2004-2006 წლებში თემურ ალასანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, მას ყველაზე მეტი მიზეზი ჰქონდა ჟვანიას მოსაშორებლად და ეს ზემოთ მოგახსენეთ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ შეკრებას თემურ ალასანიაც ესწრებოდა. მართალია, კახა ბენდუქიძე ზურაბ ჟვანიას უშუალო მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში და დასთანხმდა ეკონომიკის მინისტრობას, მაგრამ ამბობენ, რომ მათი გზები ძალიან მალე გადაიკვეთა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ბენდუქიძე სააკაშვილის ბანაკში გადაბარგდა. ბენდუქიძე მომხრე იყო, ყველა სტრატეგიული ობიექტი გაეყიდათ,რასაც ჟვანია ეწინააღმდეგებოდა. თუ გავიხსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიამ თემურ ალასანიას თბილისის აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების უტენდეროდ პრივატიზაცია დაუბლოკა, ლოგიკურად, ალასანიას მეკავშირედ ბენდუქიძე შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან „ველურ პრივატიზაციას", ყველა სტრატეგიული ობიექტის გაყიდვას, სწორედ ის უჭერდა მხარს. აქ ისიც გავიხსენოთ, რომ შემდგომში, თბილისის აეროპორტის პრივატიზაციის საქმეში, ბენდუქიძე მართლა თავიდან ფეხებამდე იყო ჩართული და თან დაინტერესებული, რომ ტენდერი თურქულ „ტავი და ურბანს" მოეგო. ამის დამადასტურებელიარაერთი პუბლიკაცია არსებობს ამ კომპანიის ერთ-ერთ ლობისტად კი, სწორედ თემურ ალასანია სახელდებოდა. ამ სიას დავამატოთ თავად მიხეილ სააკაშვილი და 10 კაცი გამოდის, ვინც შესაძლოა, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობას ესწრებოდნენ. აქვე დავსძენ, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის სავარაუდო მიზეზები, ასე თუ ისე, ცნობილია და უკვე მოგახსენეთ, მაგრამ, რა უნდოდა თელავში და რატომ მოკლეს რაულ უსუპოვი, ამაზე თეიმურაზ გვარაძე არაფერს ამბობს. არც რაიმე ვერსია გაჟღერებულა ამის შესახებ. ლოგიკურად, იმ სავარაუდო კამპანიაში, რომელიც ჩამოვთვალე, რაულ უსუპოვს, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორს არაფერი ესაქმებოდა. მით უფრო, თუ ვივარაუდებთ, რომ ამ შეხვედრას სააკაშვილი და თემურ ალასანიაც ესწრებოდნენ და განსახილველი თემიდან გამომდინარე, შემთხვევითს არავის დაისწრებდნენ. თეიმურაზ გვარაძე აცხადებს რომ იმ 11 ადამიანიდან, ვინც ჟვანიასა და უსუპოვის მკვლელობას ესწრებოდნენ, 3 ამჟამადაც მინისტრიაო. შეგახსენებთ, რომ გვარაძემ ეს განაცხადა 2013 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი განცხადების სუსტი წერტილია.

 

2005 წლის თებერვალში, კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებიდან, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები იყვნენ „რესპუბლიკელები" და ირაკლი ალასანია. ალასანიამ მერე შექმნა პარტია „თავისუფალი დემოკრატები" და მისი გუნდიდან მინისტრები იყვნენ თავად ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე. თელავში არც ფანჯიკიძე და არც პეტრიაშვილი რომ არ იქნებოდნენ, ეს სადავო არ არის. ერთადერთი, ვინც შესაძლოა, იქ ყოფილიყო, ირაკლი ალასანიაა,რომელიც იმჟამად აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და სააკაშვილის ახლოგარემოცვის წევრი იყო. „რესპუბლიკელებს" ერთადერთი მინისტრი ჰყავდათ და დღესაც მინისტრია - პაატა ზაქარეიშვილი, მაგრამ მისი თელავში ყოფნის შესაძლებლობა ისეთივე არარეალურია, როგორიც მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილისა. თუ ირაკლი ალასანიასაცჩავსვამთ ამ სიაში, მაშინ 11 კაციც გამოდის. იმედია, პროკურატურა დროულად დაჰკითხავს თეიმურაზ გვარაძეს და ყველაფერს ნათელი მოეფინება. პრაქტიკულად, გამორიცხულია, „ქართული ოცნების" 3 მინისტრი დასწრებოდა 2005 წლის თებერვალში თელავურ შეხვედრას, თუმცა, თეორიულად ყველაფერია დასაშვები.

 



 ლევან ჯავახიშვილი გაზეთი „ალია" 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016