ეკონომისტი რომან გოცირიძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ მთავრობამ დროზე უნდა გააცნობიეროს ვითარების სიმძიმე და იმოქმედოს ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, რადგან თუ ვითარება ახლო მომავალში არ გამოსწორდა, მოუწევს ბიუჯეტის შემცირება ან (თუ დააგვიანა) ეროვნულ ბანკთან ერთად უფრო მძიმე, ანტიკრიზისული პოლიტიკის დაწყება, რაც თავისთავად ბიუჯეტის გადახედვასაც გულისხმობს
„ლარი ძირითადად ოთხ ვეშაპზე დგას: ექსპორტი, ტურიზმი, გადმორიცხვები და ინვესტიციები.
- სტატისტიკა უცხოური ინვესტიციების შესახებ ძალიან აგვიანებს. სავარაუდოდ, ვითარება ცუდადაა.
-ტურისტების რაოდენობამ იანვარში 9 პროცენტით იკლო ( თურქეთიდანაც კი - 12 პროცენტით).
-გადმორიცხვებიც დიდი ალბათობით შემცირებულია ( სტატისტიკა ერთ კვირაში იქნება).
-ექსპორტი, როგორც ამბობენ, იანვარში თითქმის ერთი მესამედითაა შემცირებული (სტატისტიკა ერთ კვირაში გამოქვეყნდება). ესაა ექსპორტის კლება ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში - აგვისტოდან მოყოლებული.
ამას ვერავითარი ეროვნული ბანკის რეზერვები ვერ გაწვდება.
მთავრობამ დროზე უნდა გააცნობიეროს ვითარების სიმძიმე და იმოქმედოს ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად.
თუ მდგომარეობა ახლო მომავალში არ გამოსწორდა, მოუწევს ბიუჯეტის შემცირება ან ( თუ დააგვიანა) ეროვნულ ბანკთან ერთად უფრო მძიმე, ანტიკრიზისული პოლიტიკის დაწყება, რაც თავისთავად ბიუჯეტის გადახედვასაც გულისხმობს", - წერს რომან გოცირიძე.
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)