reportiori.ge - კანადა ევთანაზიის დაკანონებას აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:23
მსოფლიო
კანადა ევთანაზიის დაკანონებას აპირებს
07 თებერვალი, 2015. 13:34


კანადაში ევთანაზია დაშვებულად გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ-ტასი" ავრცელებს. კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმებს აქვთ უფლება, დაეხმარონ პაციენტს, რომელიც მძიმე და განუკურნებელი დაავადებით იქნება დაავადებული. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხრა მოსამართლემ ერთხმად მიიღო.


სასამართლოს დადგენილებით, მძიმე პაციენტებმა, რომლებსაც სიცოცხლის სურვილი აღარ ექნებათ, ევთანაზიაზე წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადონ.


მოსამართლეების თქმით, ევთანაზიის აკრძალვის არსებული კანონი   „ზედმეტად არღვევს" სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას.


სასამართლოს დადგენილებით, მთავრობამ 12 თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს და მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ევთანაზიის გამოყენების ნორმებს.


დღეისათვის ევთანაზია ნებადართულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ჰოლანდიასა და ბელგიაში.









 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016