reportiori.ge - ქართველი დეპუტატების საფეხბურთო გუნდმა უნგრეთთან 5:1 წააგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:06
პოლიტიკა
ქართველი დეპუტატების საფეხბურთო გუნდმა უნგრეთთან 5:1 წააგო
07 თებერვალი, 2015. 17:55



პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა უნგრეთთან 5:1 წააგო. უნგრელების კარში გატანილი გოლის ავტორი გიორგი კახიანი იყო. ფეხბურთელ დეპუტატებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც გულშემატკივრობდა.


„უფრო შეთამაშებულია უნგრეთის ნაკრები, ჩვენ ამდენი მომზადების საშუალება და დრო არ მოგვეცა,"- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


ქართველი დეპუტატების უკმაყოფილება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ საფეხბურთო მოედანზე უნგრელ დეპუტატებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლები და ყოფილი კანონმდებლებიც თამაშობდნენ.


„ვიყავით ინფორმირებულები, რომ აქ მხოლოდ პარლამენტის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს ჰყავდა ყოფილი დეპუტატები, მათ შორის მინისტრის ოთხი თანაშემწე, თუ ასეთი მოცემულობა გვექნებოდა, საქართველოში არ გაგვიჭირდებოდა ფეხბურთელების მოძებნა,"- აღნიშნა დათო ლორთქიფანიძემ.


საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო ნაკრები  ხვალ პოლონეთს დაუპირისპირდება.








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016