reportiori.ge - ომარ ხაიამი : რატომ არ უნდა გავბრაზდეთ შეურაცხყოფაზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:25
სხვადასხვა
ომარ ხაიამი : რატომ არ უნდა გავბრაზდეთ შეურაცხყოფაზე?
ავტორი:
08 თებერვალი, 2015. 17:49



ერთმა ადამიანმა სახალხოდ შეურაცხყო ომარ ხაიამი: -შე უღმერთოვ! ლოთო! ქურდო!



საპასუხოდ, ხაიამმა მხოლოდ გაიღიმა.



უკანასკნელ მოდაზე, აბრეშუმის შარვალში გამოწყობილმა ახალგაზრდამ, რომელიც ამ სცენას თვალ-ყურს ადევნებდა, ჰკითხა ხაიამს:


 

- როგორ შეგიძლია, მსგავსი დამცირებების მოთმენა? ნუთუ არ გწყინს?!


 

ომარ ხაიამმა კვლავ გაიღიმა და გაყოლა სთხოვა. ისინი საკუჭნაოში ჩავიდნენ. ხაიამმა სანთელი დაანთო და სკივრში ქექვას შეუდგა. ყოვლად გამოუსადეგარი, დაფლეთილი ხალათი ამოიღო და ელეგანტურად ჩაცმულს მოზომვა სთხოვა. ახალგაზრდამ დაათვალიერა ხალათი და აღშფოთდა: - ეს ბინძური ძონძები რაში მჭირდება?! აი შენ კი, მგონი, ჭკუიდან შეიშალე ! - და დაფლეთილი ხალათი უკან მიუგდო.



- აი ხომ ხედავ ,- უთხრა ხაიამმა , - შენ არ ჩაიცვი ეს ძველმანი. სწორედ ასე არ მივიღე ბინძური სიტყვები, რომლებიც იმ კაცმა მითხრა. გაბრაზდე შეურაცხყოფაზე, იგივეა, რომ მოირგო ის ძონძი, რომელსაც მოგიგდებენ.



წყარო: http://4motivi.com/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016