reportiori.ge - გადაწყვეტილებები, რომელთაც აუცილებლად ინანებთ მოხუცებულობის ჟამს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:24
სხვადასხვა
გადაწყვეტილებები, რომელთაც აუცილებლად ინანებთ მოხუცებულობის ჟამს
ავტორი:
08 თებერვალი, 2015. 21:14




იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს. იმღერე, თითქოს არავინ გისმენს. გიყვარდეს ისე,თითქოს არავის უღალატია შენთვის. იცხოვრე ისე, თითქოს დედამიწა- ეს სამოთხეა...

მარკ ტვენი


ჩვენ ყოველდღე ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ არჩევანს, მაგრამ არც თუ ისე ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილებები მომავალ ცხოვრებაზე. რას ვინანებთ ?


მაშ ასე, ქმედებები, რომელთაც აუცილებლად ინანებთ მოხუცებულობის ჟამს:


1. ინანებთ, რომ დიდი დრო დაუთმეთ დაუსრულებელ სერიალებს, გადაცემებსა და რეალითი შოუებს;


2. ინანებთ,რომ ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად ვირტუალური სამყაროს სოციალური ქსელები აირჩიეთ, სადაც საკუთარ თავსა და თქვენს ნაცნობებზე ყალბი წარმოდგენა გაქვთ;


3. ინანებთ, რომ არ მისდევდით ცხოვრების ჯანსაღ წესს და მავნე ჩვევებს უფლებას აძლევდით ეკონტროლებინეთ;


4. ინანებთ, რომ არ ტკბებოდით ამ სამყაროს ნამდვილი სილამაზით, თქვენი ცხოვრება სიჩქარესა და მუდმივ ფაცი-ფუცში განვლეთ;


5. ინანებთ, რომ არ გქონდათ საკმარისი რწმენა და არ იღვწოდით რაღაც უფრო დიდის შესაცნობად;


6. ინანებთ, რომ იშვიათად ხვდებოდით მზის ამოსვლასა და ჩასვლას, რის მიზეზადაც მოგყავდათ მნიშვნელოვანი საქმეები და საზრუნავები;


7. ინანებთ, რომ ზედმეტად შებოჭილი , შეშინებული და სერიოზული იყავით-ესადაგებოდით საზოგადოდ მიღებულ ნორმებს;


8. ინანებთ, რომ ძალიან ადრე გაიზარდეთ და საკუთარ თავს ნებას არ აძლევდით თავი ბავშვად გეგრძნოთ, თუნდაც 40 წლის ასაკში;


9. ინანებთ, რომ იყავით არამეგობრული და გყავდათ ცოტა მეგობარი. არ აფასებდით მათ და ნაკლებ დროს ატარებდით მათთან;


10. ინანებთ, რომ ზედმეტად, ღვარძლიანი, ბოროტი და ეჭვიანი იყავით;


11. ინანებთ, რომ არ გქონდათ ურთიერთობა თქვენს ოჯახთან, შვილებსა და ნათესავებთან, ხშირად ეკამათებოდით და უბრაზდებოდით. იშვიათად ეუბნებოდით თბილ სიტყვებს - იმას,თუ რა ძვირფასები არიან თქვენთვის;


12. ინანებთ, რომ იშვიათად იცინოდით, ხალისობდით და მხიარულობდით;


13. ინანებთ, რომ მტკივნეულად აღიქვამდით სხვა ადამიანების ქმედებებსა და სიტყვებს;


14. ინანებთ, რომ არ განავითარეთ თქვენი ნიჭი და დაივიწყეთ ბავშვობის ოცნებები და მისწრაფებები;


15. ინანებთ, რომ ცოტას მოგზაურობდით და ვერ შეიცანით ეს სამყარო;


16. ინანებთ, რომ ბევრი რამის გეშინოდათ;


17. ინანებთ, რომ ეჭვი გეპარებოდათ საკუთარ თავში და არ აფასებდით თქვენს შესაძლებობებს, ბევრი რამის გაკეთება კი ვერ გადაწყვიტეთ;


18. ინანებთ,რომ არ ჩაიდინეთ რაღაც გიჟური,არანორმალური. არ გამოიწვიეთ გარემოებები,სამყარო. უბრძოლველად ჩაიქნიეთ ხელი.თავს უბრალოდ წასვლისა და გაჩუმების უფლება მიეცით;


19. ინანებთ,რომ მატერიალური ნივთებით იყავით შეპყრობილი. დიდი ძალისხმევა, ჯანმრთელობა და თქვენი ცხოვრების აზრი დახარჯეთ მოდური გაჯეტებისა და ბრენდების შეძენაზე;


20. და ბოლოს, ინანებთ, რომ არ თქვით მთავარი!



http://4motivi.com/





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016