reportiori.ge - ილია II: დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, მოსახლეობა უძღებ შვილს ემსგავსება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:42
რელიგია
ილია II: დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, მოსახლეობა უძღებ შვილს ემსგავსება
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 10:10


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უძღები შვილის იგავი მოიყვანა მაგალითად და ბრძანა, რომ  დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, მოსახლეობა უძღებ შვილს ემსგავსება:



"სახარების მიხედვით, უფალი იგავს ამბობს, რომ მამას ორი შვილი ჰყავდა, უმცროსი ეუბნება მამას, რომ მომეცი მე ჩემი წილი და შენგან უნდა წავიდეო. მისცა მამამ თავისი წილი, წავიდა და უწესო ცხოვრებაში გალია მთელი ქონება. სახარებაში წერია, რომ იმ ქვეყანაში შიმშილი იყო და არაფერი ჰქონდა საზრდო ამ ახალგაზრდას. წავიდა და დადგა ღორების მომვლელად. იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, რომ მას ისიც კი ენატრებოდა, რასაც ღორები ჭამდნენ. იფიქრა, წავალ მამასთან და ვეტყვი, მე აღარ ვარ შენი შვილის წოდების ღირსი, არამედ მიმიღე მე ვითარცა ერთი მუშათაგანი. მართლაც მივიდა მამასთან სახლში, მამა ელოდებოდა თავის შვილს. სახარებაში წერია, რომ შორიდან დაინახა თავისი შვილი და მირბოდა შესახვედრად. მოეხვია მას და სიყვარულით მიიღო თავისი შვილი. შვილმა უთხრა, მამა მე არ ვარ ღირსი, რომ მეწოდოს ძე შენი. არამედ მიმიღე ვითარცა მუშათაგანი შენი. ამ სიტყვებში სინანულიცაა და იმედიც. იმედს გამოთქვამს ეს შვილი, რომ მამა შეიწყნარებს მას. მამის გული თბილია და შვილი ფიქრობდა, რომ მამა აპატიებდა მას და მამამაც აპატია. 


გვინდა ღვთის გარეშე, ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე შევქმნათ ჩვენი კეთილდღეობა და ეს ვერ გამოდის. ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ ჩვენ უნდა განსაკუთრებული ყურადღებით ვიყოთ დღევანდელი პრობლემების წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და ღვთის ლოცვა-კურთხევაზეა დამოკიდებული. ეს იგავი ამავე დროს წინასწარმეტყველებაა. ეს იგავი მეტყველებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობა წავა ღვთისგან, განშორდება ღმერთს, დაკარგავს სარწმუნოებას, მაგრამ ისევ მობრუნდება, ისევ შეიწყნარებს უფალი და ისევ აპატიებს მას ცოდვებს", - ბრძანა ილია მეორემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016