ზვავსასიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობისთანავე, ზვავსაშიშროების მოხსნასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად განახორციელებს.