reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: მინდა, მივმართო ხელისუფლებას – ამ ჯალათებს ციხეში თუ არ სვამთ, მაღალ თანამდებობებზე მაინც ნუ ნიშნავთ! ელემენტარული მორალი მაინც იქონიეთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:00
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: მინდა, მივმართო ხელისუფლებას – ამ ჯალათებს ციხეში თუ არ სვამთ, მაღალ თანამდებობებზე მაინც ნუ ნიშნავთ! ელემენტარული მორალი მაინც იქონიეთ!
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 15:03

 

 

 

მას შემდეგ, რაც 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილების - ზვიად და ზურაბ ვაზაგაშვილების საფლავზე ააფეთქეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო წმენდა დაიწყო და ის პირები, რომლებსაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის თანამონაწილეობასა თუ დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებდა, თანამდებობებს დაემშვიდობნენ. შესაბამისად, საზოგადოებაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ბოლომდე გაიწმინდებოდა იმ ხალხისაგან, ვისი ხელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ბევრ ცოდვასა და დანაშაულში ერია, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოება რომ ბჭობდა, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იცინოდა.


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, სააკაშვილის რეჟიმის დროს გახმაურებული არაერთი საქმის - მაგალითად, ფოტოგრაფების, ენვერის, ლაფანყურისა და სხვა საქმეების მონაწილე ვალერი ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. დიახ, კაცი, რომლის მიერ დაჭერილი და ციხეში გაშვებული პატიმრების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების" პარლამენტმა პოლიტპატიმრად აღიარა და საპყრობილეებიდან გაათავისუფლა, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ უმღლეს პოსტს იკავებს. რა არის ეს - მორიგი საკადრო უვიცობა თუ მორიგი საბოტაჟი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ? ვესაუბრებით სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ პოლიტპატიმარს, ექსპერტს უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებში, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში სკანდალურ გაცხადებებს აკეთებს.

 

- ვახო, თქვენს საქმეში როგორ და რა ფორმით არის გარეული ვალერი ზუმბაძე?


- ზუმბაძე ჩემი საქმის გამომძიებელი იყო და დაპატიმრებითაც პირადად მან დამაპატიმრა. იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ჩემს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მორალურ წამებაშიც, ღამეული დაკითხვების დროს.

 

- როგორც ცნობილია, თქვენ „მოდულის" შენობაში დახვრეტის იმიტაცია მოგიწყვეს. ზუმბაძეც ესწრებოდა ამ ფაქტს?


- დიახ, როგორც მახსოვს, ზუმბაძეც იქ იყო! დახვრეტის იმიტაცია მომიწყო პირადად ზვიად ღონიაშვილმა, რომელიც დღეს თბილისის მერიაში დავით ნარმანიას „ოდეერად" ჩაუსვეს და მინდა, მივმართო ბატონ დავითს - თქვენს გვერდით ჯალათი მუშაობს და მიხედეთ!


სხვათა შორის, დღეს „ოდეერების" სამმართველოს უფროსია კიდევ ერთი ცნობილი ჯალათი - ოთარ ორჯონიკიძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჩემი საქმის „შეკერვაში", ჩემს წამებაში და კიდევ ბევრ გახმაურებულ საქმეეში, მაგალითად, ე.წ. ენვერის საქმეში!

 

- თქვენ პარლამენტმა პოლიტპატიმრად გაღიარათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე უკანონო იყო და უდანაშაულოდ იჯექით ციხეში. ასე არ არის?

 

- რა თქმა უნდა, ასეა და მეტსაც გეტყვით - საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და ჯაშუშობის მუხლი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო!


გარდა ამისა, მე მაქვს უტყუარი დოკუმენტი, რომ ვალერი ზუმბაძემ, ოთარ ორჯონიკიძემ და ამ ჯალათების ჯგუფმა არარსებული სპეცსამსახურის ჯაშუშობა დამაბრალეს! დიახ, მათ ბრალი დამდეს სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, მაშინ, როცა სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვა ბუნებაში არ არსებობს!


„ადამიანის უფლებათა ცენტრს" პროკურატურაში შეტანილი აქვს სარჩელი, რომ ხელახლა დაიწყოს ჩემი საქმის გამოძიება, რომლის გამყალბებლებიც იყვნენ ოთარ ორჯონიკიძე, ვალერი ზუმბაძე, ლადო დათაშვილი და სააკაშვილ-მერაბიშვილ-მესხელის სხვა ჯალათები!


მე მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, დროზე მიხედოს ამ საქმეს!


და კიდევ, 2013 წლის 28 ოქტომბერს, მაშინდელი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის უშუალო მითითებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჩემს წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მაგრამ იმის გამო, რომ ვალერი ზუმბაძე, ოთარ ორჯონიკიძე და ძმანი მათნი აქამდე რჩებიან მაღალ თანამდებობებზე და მათ მაღალი ეშელონის პოლიტიკოსები მფარველობენ, ეს საქმე დღემდე არ არის ბოლომდე მიყვანილი!

 

- თუ არ ვცდები, ეს ვალერი ზუმბაძე „ენვერის" ცნობილ საქმეშიც მონაწილეობდა და მაშინ დაპატიმრებული ადამიანებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო!

 

- დიახ, „ენვერის" საქმეში მონაწილეობდნენ ზუმბაძეც, ორჯონიკიძეც, დათაშვილიც!


ვალერი ზუმბაძე - ეს პირწავარდნილი ჯალათი - თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილედ, ბუნებრივია, თავდაცვის მინისტრების ნების გარეშე ვერ მოხვდებოდა!


მინდა, მივმართო ხელისუფლებას - ამ ჯალათებს ციხეში თუ არ სვამთ, მაღალ თანამდზებობებზე მაინც ნუ ნიშნავთ! ელემენტარული მორალი მაინც იქონიეთ!


- ზუმბაძე ლაფანყურის გახმაურებულ საქმეშიც მონაწილეობდა?


- დიახ, ზუმბაძე დანიშნული იყო ლაფანყურის საქმის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად და როგორც გამოიძია ეს საქმე, კარგად ვხედავთ! ჩვენმა საზოგადოებრივმა კომისიამ ლაფანყურის საქმის გამოძიებაში ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ამ ჯალათი ზუმბაძის საგამოძიებო ჯგუფმა ორი წლის განმავლობაში.


მეტსაც გეტყვით, ზუმბაძე უშუალოდ მონაწილეობდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დაგეგმვაში, რასაც ამერიკის გავლენიანი წყაროები ამტკიცებენ!


- როგორ, ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება მის უშუალო მონაწილეს დაავალეს?

 

- დიახ!

 

- ცხონებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ძალოვან სტრუქტურებში ერთგვარი წმენდა ჩატარდა და რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს საეჭვო საექმიანობაში იყვნენ შემჩნეულნი, თანამდებობა დატოვა. როგორც ამბობენ, ეს წმენდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო და პრინციპული ჩარევით განხორციელდა, მაგრამ ახლა რა გამოდის, ზუმბაძისნაირ კადრებს ისევ აწინაურებენ?


- მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად დაინტერესდეს ზუმბაძის, ორჯონიკიძისა და მათი მსგავსი სუბიექტების საქმეებით!


დიახ, ბატონო ბიძინა, საქმე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება და თქვენ პირადად უნდა ჩაერიოთ საქმეში!


კიდევ ერთი ახალ ინფორმაციას გეტყვით - ჩემი საქმის პროკურორი მიხეილ ბერეკაშვილი, რომელიც მეუბნებოდა, გერმანიის ვერმახტის სამხედრო სადაზვერვო განყოფილების - აბვერის ჯაშუშობა მაინც აღიარეო, დღეს მთავარ პროკურატურაში დააბრუნეს!


წარმოიდგინეთ, კაცმა, რომელიც სპეცსამსახურებზე ზედამხვედველი პროკურორია, ისიც არ იცის, რომ აბვერი გაუქმებულია და აღარ არსებობს!


ასეთ კადრებს რომ აბრუნებენ მთავარ პროკურატურაში, რისი იმედი უნდა გვქონდეს?!


- ვახო, როგორც ვიცი, ამ დღეებში თქვენი ახლი წიგნი „ჯაშუშის ჩანაწერები" გამოვიდა. რატომ დაარქვით წიგნს ასე, ან სიტყვა ჯაშუში ბრჭყალებში რატომ არ ჩასვით?

 

- ჯაშუში სპეციალურად არ ჩავსვი ბრჭყალებში, რადგან მინდოდა, ხაზი გამესვა იმისათვის, თუ ჩემი და ჩემნაირების სახით, როგორ ადამიანებს უწოდებდა ჯაშუშს სააკაშვილის რეჟიმი!


ჩემს წიგნში აღწერილი მაქვს ციხეებში, პოლიტპატიმრების მხრიდან, როგორ მიდიოდა ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, როგორ შევქმენით იატაკქვეშა ორგანიზაცია, როგორ მივმართავდით პროტესტის სხვადასხვა ფორმას!


წიგნში გაკეთებული მაქვს გარკვეული გახმაურებული საქმეების ანალიზი, მაგალითად, გაშიფრული მაქვს, სააკაშვილის რეჟიმმა როგორ შეთხზა ე.წ. მუხროვანის ამბოხის სცენარი და რისთვის დასჭირდა ამხელა სპექტაკლის დადგმა!


მოკლედ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ბევრ საინტერესო მასალასა და ანალიზს ნახავს მკითხველი ჩემს წიგნში!


ეს არის დოკუმენტურ-პუბლიცისტური პროზა.

 

- დაინტერესებულ ადამიანებს როდიდან და სად შეეძლებათ თქვენი წიგნის შეძენა?

 

- „ჯაშუშის ჩანაწერები" 9 თებერვლიდან, ანუ დღეიდან, გაიყიდება თბილისის წიგნის მაღაზიებში.

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016