reportiori.ge - სოსო რობაქიძე: იმით, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი მოქმედი პოლიციელი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ – ძალოვანი უწყებები გასაწმენდია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:07
ინტერვიუ
სოსო რობაქიძე: იმით, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი მოქმედი პოლიციელი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ – ძალოვანი უწყებები გასაწმენდია!
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 15:15

 

 

 

როგორც ცნობილი გახდა, გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ, ეს უკანასკნელი ჩვენს შვილს ლიკვიდაციით ემუქრებაო. სარჩელის ადრესატი სოსო რობაქიძე დონაძის მშობლებს ამ საქმეში წარმატებას უსურვებს, თუმცა, სარჩელის წერის ნაცვლად, აკაკი წერეთლის „გამზრდელის" წაკითხვას ურჩევს:


- ბატონო სოსო, პირველ რიგში, ალბათ, იური ვაზაგაშვილის მკვლელის დაკავებაზე გააკეთებთ კომენტარს. როგორც გაირკვა, ასაფეთქებელი მოწყობილობა სასაფლაოზე მოქმედმა პოლიციელმა დადო...


- სხვა რა შეიძლება ვთქვა, გარდა იმისა, რომ პროკურატურის ასეთი გააქტიურება მისასალმებელია. იმედს ვიტოვებ, დანარჩენი გახმაურებული საქმეებიც უმოკლეს ვადებში გაიხსნება და ყველა მკვლელი დაისჯება. იმით, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი მოქმედი პოლიციელი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ - ძალოვანი უწყებები გასაწმენდია! ამ კონკრეტულ ფაქტზე, დაკავებულ პოლიციელზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. პროკურატურაში მეც ვიყავი დაბარებული და გვთხოვეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყოველგვარი ვარაუდებისა და შეფასებებისაგან თავი შევიკავოთ.


- მაშინ იმაზე ვისაბურობთ, რომ შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგომა თქვენც მოგიხდეთ. როგორც ცნობილი გახდა, გურამ დონაძის მშობლები გიჩივიან...

 

- საერთოდ არ უნდა ამხელდნენ, ასეთი არაკაცის მშობლები რომ არიან. რაც უნდათ, ის გააკეთონ - შვილს მაინც ვეღარაფრით დაეხმარებიან. რაც შეეხება მუქარას, გურამ დონაძის მოკვლა რომ მდომოდა, გარწმუნებთ, ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდა! ეგ ნაძირალა კი არა, ჩემი შვილის მკვლელი ბაშალეიშვილი დადის ცოცხალი. მგონია, რომ მათთვის სიკვდილი ყველაზე მსუბუქი სასჯელია. დონაძემ პირდაპირ ეთერში დამიწყო ისევ იმის მტკიცეა, რომ, თურმე, ბუტა შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ მოკლა. ჰოდა, მეც ვუთხარი, იქნება ერთხელ შემთხვევით მეც გამივარდეს-მეთქი! ასე რომ, დონაძის მშობლებს ერთს ვეტყვი - შვილი კაცად უნდა გაეზარდათ და არა კრიმინალი სააკაშვილის მოსამსახურედ.


ისე, გურამ დონაძის მშობლებს აკაკის „გამზრდელი" თუ აქვთ წაკითხული, მე კი არ უნდა მიჩიოდნენ, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც გამზრდელი მოიქცა.

 

- პროცესი დაიწყო, ფირცხალავა და კიდევ თერთმეტი ყოფილი ძალოვანი დაკავებულია...

 

- ფირცხალავა, ცააძე და ის დანარჩენები, ყოფილი პოლიციელები კი არა, ჩვეულებრივი მკვლელები არიან. მთელი ქართული პოლიციის შეურაცხყოფაა იმ ადამიანების პოლიციელებად მოხსენიება! სამწუხაროდ, ასეთებით არის გავსებული ყველა ძალოვანი უწყება. განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა კუდ-ში და სასამართლოში, სადაც მოსამართლეთა დიდი ნაწილი ისევ სააკაშვილის მითითებების შემსრულებელია. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან - დაახლოებით ოცი დღის წინათ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ ჩემს წინააღმდეგ მიქაძის მიერ შეტანილ სარჩელზე გამოიტანა განაჩენი, რომ მე, შვილმოკლული მამა, პირდაპირი კი არა, ირიბი მოწმე ვყოფილვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომ სასამართლო პროცესებზე მოსამართლემ ჩემი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს...


ძალოვან უწყებებში ჩანერგილ ნაციონალებზე საშიში არიან ის ადვოკატები, სინამდვილეში ნაცზონდერები, ვინც დღეს მკვლელების ინტერესებს იცავენ - პირობას ვაძლევ მათ ადვოკატებს კობახიძეს, ონიანსა და კახიძეს, რომ ეს მკვლელები მათი უკანასკნელი კლიენტები არიან! მივმართავ ზაზა ხატიაშვილს - ადვოკატთა ასოციაცია, რომლის შექმნაშიც, სხვათაშორის, იური ვაზაგაშვილს 80 პროცენტი წვლილი მიუძღვის, კობახიძეს და ონიანის მსგავსი ნაციონალებისგან გაწმინდოს.

 

- სხვათა შორის, გამოჩნდა ვინმე ლევან გაბუნია, რომელიც ამტკიცებს, რომ ზურა ვაზაგაშვილმა შვილი მოუკლა.

 

- ეს ერთი გათახსირებული კაცია. შვილი 12 წლის წინათ მოუკლეს და დღემდე ხმა არ ამოუღია. აალაპარაკეს და რის სანაცვლოდ, ეს კიდევ საკითხავია, დიახ, ეს არის ნაძირალა ადამიანი, რომელმაც შვილს და შვილიშვილს სახლი გაუყიდა. ასეთებს ეძებენ ახლა ნაციონალები და „რუსთავი 2" და რაც მეტ ლევან გაბუნიას იპოვიან, მით უკეთესი ჩვენთვის.

 

- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ზურა ვაზაგაშვილის საქმე მართლაც ასე უცებ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ გაიხსნა თუ მანამდეც გახსნილი იყო?


- საქმე დღე-დღეზე რომ გაიხსნებოდა, ჩვენც ვიცოდით. მალე გაიხსნება ბუტას საქმეც, აფრასიძეების სპეცოპერაციის საიდუმლოც და ჟვანიას მკვლელობაც. მთავარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ამ დანაშაულის შემოქმედი სააკაშვილის წარდგეს სასამართლოს წინაშე. მე ვეკითხები ხელისუფლებას - ვისი გეშინიათ, ევროპის? ან რომელ ქართველს უნდა ისეთი ევროპა, რომელიც თავისი ხალხის მიერ კრიმინალად გამოცხადებულ სააკაშვილს საბჭოში იწვევს და საპატიო ადგილს უთმობს? და კიდევ - თუ სააკაშვილის დასჯის თავი არ გქონდათ, ხელისუფლებაში ნუ მოხვიდოდით!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016