reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: მივმართავ გია ბარამიძეს – პარლამენტს ნუ ჩააყენებ უხერხულ მდგომარეობაში და დეპუტატის იმუნიტეტი საკუთარი ნებით მოიხსენი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:34
ინტერვიუ
სოსო ჯაჭვლიანი: მივმართავ გია ბარამიძეს – პარლამენტს ნუ ჩააყენებ უხერხულ მდგომარეობაში და დეპუტატის იმუნიტეტი საკუთარი ნებით მოიხსენი!
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 18:09

 

 

 

ამა წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხმაურითა და შელაპარაკებით გაიხსნა. ინციდენტის მთავარი პერსონაჟი ისევ და ისევ ნაცდეპუტატი აკაკი ბობოხიძე იყო, რომელმაც ცოტა ხნის წინათ პარლამენტის ტრიბუნიდან ჩართულ მიკროფონში „ქართული ოცნების" მთელ დეპუტაციას დედა აგინა და ამის გამო გვარიანად გაილახა. საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ბობოხიძე საპარლამენტო უმრავლესობისათვის ბოდიშის მოხდასაც არ აპირებდა, რის გამოც სოსო ჯაჭვლიანი დაუპირისპირდა, თუმცა, მიკროფონი არ ჩაურთეს და სატელევიზიო სიუჟეტებში კარგად არ ისმოდა, რას ეუბნებოდა მას.

 

- სოსო, რა ხდებოდა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე, რატომ წამოუხტით ფეხზე კაკო ბობოხიძეს და რას ეუბნებოდით?

 

- ყველას გვახსოვს, ახალ წლამდე რაც მოხდა პარლამენტში და რამხელა ამბები მოჰყვა ბობოხიძის მხრიდან ჩვენი მისამართით დედის გინებას. უფრო ადრე ჩემსა და გიორგი ბარამიძეს შორის მომხდარი ინციდენტიც ხომ გახსოვთ? მაშინ ბარამიძე ჩემგან აბსოლუტურად ყველანაირ უცენზურო სიტყვას იმსახურებდა, მაგრამ მისთვის არც კი შემიგინებია, მითუმეტეს, დედის მისამართით, იმიტომ, რომ ქართველი კაცისათვის დედა წმიდათაწმიდა ხატებაა და მის შეგინებას, ჯობს, ტყვია ესროლო!


ბობოხიძემ კი უკადრებელი იკადრა და მთელ „ქართულ ოცნებას" საქვეყნოდ დედა გვაგინა, რისი პასუხიც იქვე მიიღო და ეს ყველამ ნახა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნაზე ბობოხიძე არ გამოვიდოდა და საჯაროდ არ მოიხდიდა ბოდიშს!


- ე.ი. ბობოხიძეს ბოდიშის მოხდა არ უნდოდა?

 

- ბობოხიძემ სიტყვა რომ აიღო, თქვა - ორი განცხადება უნდა გავაკეთოო. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჯერ ბოდიშს მოიხდიდა და მერე იტყოდა სხვა დანარჩენს, მაგრამ მწვანილის რეალიზაციის პრობლემებზე დაიწყო ლაპარაკი და სპეციალურად ისე გაჭიმა სიტყვა, რომ რეგლამენტი ამოწურულიყო და მეორე განცხადების გასაკეთებლად, ანუ ბოდიშის მოსახდელად დრო აღარ დარჩენოდა. რისი დემონსტრირება უნდოდა ბობოხიძეს, იცით? ვითომ ნაციონალები ისეთი მაგრები არიან და ისე მაგრად აჩმორებენ „ოცნებას", რომ საქვეყნოდ დედას აგინებენ და მერე ბოდიშსაც არ უხდიან!


მაგრამ, როგორც მათი ბელადი სააკაშვილი იტყოდა - ნურას უკაცრავად! ბობოხიძეს სხდომათა დარბაზი დავატოვებინეთ!


- როგორ თუ, დაატოვებინეთ?


- ადგა და გავიდა დარბაზიდან, რადგან მიხვდა, რომ არ გასულიყო, უბედურება დატრიალდებოდა!

 

- საუბრის დასაწყისში გიორგი ბარამიძე ახსენეთ და ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფრასიძეების საქმე უახლოეს დღეებში გახსნილად უნდა გამოცხადდეს. იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლოა, პროკურატურამ პარლამენტს ბარამიძისათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართოს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, ბარამიძეს დაიჭერენ?

 

- მე უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და წინასწარ ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვის დაიჭერენ და ვის - არა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - აფრასიძეების ოჯახი ჰაერიდან დაბომბეს და გადაწვეს, სახლს, სადაც უდანაშაულო ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, ჭურვები დააყარეს, დაპატიმრებული და ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე, რომელიც სპეცრაზმს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა, დახვრიტეს. მერე მკვდარს თითიდან ბეჭედი ვერ წააძვრეს და ის ბეჭდიანი თითი მოაჭრეს! ერთი სიტყვით, არაადამიანური დანაშაულია ჩადენილი.


სააკაშვილმა ტელეკამერების წინაშე თავად აღიარა, რომ პირადად გასცა აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვის ბრძანება, ბარამიძემ კი, რომელიც ამ ე.წ. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, ერთი წლის წინათ „მაესტროს" ეთერში განაცხადა, არაფერს ვნანობ და კვლავ რომ იყოს ანალოგიური სიტუაცია, ისევ ისე მოვიქცევი, როგორც მაშინ მოვიქეციო!


ასე რომ, დასკვნები გამოძიებამ და პროკურატურამ გამოიტანოს!


რაც შეეხება ბარამიძისათვის იმუნიტეტის მოხსნას, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და თვლის, რომ არაფერი დაუშვავებია, თავისივე ნებით მოიხსნას იმუნიტეტი და მივიდეს პროკურატურაში!


დიახ, მივმართავ გია ბარამიძეს - პარლამენტს ნუ ჩააყენებ უხერხულ მდგომარეობაში და დეპუტატის იმუნიტეტი საკუთარი ნებით მოიხსენი!

 

- სოსო, უკვე ცნობილი და დადასტურებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში აწ გარდაცვლილი თამაზ ავდალიანის ადგილს ლუკა კურტანიძე დაიკავებს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

- უპირველეს ყოვლისა, თამაზ ავდალიანის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო! თამაზი იყო ძალიან დაუზარელი და თბილი კაცი, რომელიც არამარტო საპარლამენტო უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას", არამედ მთელ პარლამენტს და მთელ ქვეყანას დააკლდა...


რაც შეეხება ლუკა კურტანიძეს, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის და რაც არ უნდა ვთქვა, ალბათ, სუბიექტურობაში ჩამომერთმევა, მაგრამ ვთვლი, რომ ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტისათვის ძალიან მაგარი შენაძენია!


- ნაციონალებს ძალიან არ გაუხარდებათ ლუკას პარლამენტში შესვლა!


- მერე რა, სვანეთში ძალიან ბევრი ცივი წყალი მოდის, ავიყვან ნაციონალებს და დავალევინებ (იცინის).

 

- ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ გამორიცხა. თქვენ რას იტყვით?


- პარლამენტში რომ შევედი, იმ დღიდან მოყოლებული ვიძახი, ნაციონალებს 40 პროცენტი არ აუღიათ და ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს-მეთქი!


ახლაც ორივე ხელით მივესალმები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას!


ერთ რამესაც ვიტყვი და მინდა, ეს აუცილებლად მოხვდეს ინტერვიუში: დღეს, ვისაც არ ეზარება, ხელისუფლებას, მმართველ პარტიას აკრიტიკებს და ლაპარაკობს - ეს არ გაკეთდა, ის არ გაკეთდაო! 1 ოქტომბრის მთავარი მონაპოვარი სწორედ ის გახლავთ, რომ დღეს ხალხს ხელისუფლების კრიტიკისა და ლანძღვის არ ეშინია, რადგან იცის, რომ ამის გამო არავინ გალახავს, არავინ დაიჭერს, იარაღს და ნარკოტიკს არავინ ჩაუდებს, საკუთრებას არავინ წაართმევს! დიახ, ჩვენი მთავარი მონაპოვარია, რომ ხალხს თავისუფლება დავუბრუნეთ! მთავარია, თავისუფლებას არ შეექმნას საფრთხე, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება და მოწესრიგდება!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016