reportiori.ge - მარკ ტვენის ბედნიერების ფორმულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:23
სხვადასხვა
მარკ ტვენის ბედნიერების ფორმულა
ავტორი:
10 თებერვალი, 2015. 10:47

 

 

 


მარკ ტვენს, ალბათ ყველა, მისი ცნობილი წიგნების ტომ სოიერის თავგადასავალისა" და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის" მეშვეობით იცნობთ. ის ასევე ნიჭიერი სპიკერი, სატირიკოსი და პედაგოგი იყო. მწერალმა ბევრი რამ გადაიტანა: მისი ნაწარმოებების დიდი წარმატებით დაწყებული, სამი შვილისა და ცოლის სიკვდილით დამთავრებული. შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მარკ ტვენს განსაკუთრებული მსოფლმხედვლობა ჰქონდა.


გთავაზობთ მარკ ტვენის რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.



ვერ იქნებით კმაყოფილი ცხოვრებით, თუ უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით, ქცევებითა და მოქმედებებით, სავარაუდოდ, ყოველთვის დისკომფორტის გრძნობა შეგაწუხებთ. ხოლო საკუთარი თავით კმაყოფილი ადამიანი ყოველთვის წყნარია და იღებს შინაგან თავისუფლებას, რათა გააკეთოს ის, რაც ნამდვილად სურს. საკუთარ თავს უნდა მისცეთ უფლება, იყოთ ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ. ნუ ცდილობთ, თავი მოაწონოთ სხვებს, პირველ რიგში თავად უნდა მოგწონდეთ საკუთარი თავი. გადალახეთ შინაგანი ბარიერი. ეს რთული, მაგრამ დროთა განმავლობაში მიღწევადი ამოცანაა.

ასაკი, როგორც შემზღუდავი ფაქტორი, მხოლოდ თქვენს ცნობიერებაში არსებობს. თუ მასზე არ იფიქრებთ, ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ციფრები იქნება. აქედან გამომდინარე, შემზღუდველები მხოლოდ ჩვენშია. ჩვენ გვგონია, რომ უკვე გვიანია დავკავდეთ საყვარელი საქმით. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც გვიანია დაკავდე იმით, რისი კეთებაც ნამდვილად გინდათ.

ადამიანი ფლობს ერთ ჭეშმარიტად ძლიერ იარაღს, და ეს სიცილია, იუმორს შეუძლია აქციოს ნებისმიერი სერიოზული სიტუაცია სიცილის მიზეზად. ხოლო როცა განწყობა ამაღლებულია, სამუშაოს კეთებაც უფრო ადვილი ხდება. ადამიანი აღარ ფიქრობს ცუდზე და მშვიდდება. მშვიდი ადამიანი კი უფრო ადვილად პოულობს პრობლემის გადაჭრის გზას.

რისხვა - მჟავაა, რომელიც უფრო ავნებს იმ ჭურჭელს, რომელშიც ინახება, ვიდრე მათ, ვისზეც იღვრება. რისხვა გამანადგურებელი და უსარგებლო საგანია. როდესაც გაბრაზებული ხართ, კარგავთ კონტროლს სიტუაციაზე და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ. თავი აარიდეთ რისხვას. გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო ადვილი და სასიამოვნო!

ცდებით, როდესაც გგონიათ, რომ სამყარო თქვენს წინაშე ვალშია. სამყაროს თქვენი არაფერი მართებს. ის თქვენამდეც იყო. ბევრი ადამიანი თვლის, რომ მის წინაშე ყველა ვალდებულია და რომ სამყარომ უნდა მისცეს ის, რაც სურს. თუმცა ყველაფერი მოქმედებს ამოუცნობელი კანონების თანახმად და თუ საქმეები არ მიდის ისე, როგორც გვსურს - ამაში არავინ არაა დამნაშავე. ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რომ მიიღოთ სასურველი.

ახალი იდებით შეპყრობილ ადამიანებს იმ დრომდე ჩათვლიან გიჟად, სანამ ეს იდეები წარმატებული არ გახდება.ხალხს ეშინია სიახლის. ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც ისინი უკეთეს შემთხვევაში მიგატოვებენ (უარესში - ხელს შეგიშლიან). აქედან გამომდინარე, არ შეშინდეთ გააკეთოთ ის, რის გაკეთებასაც საჭიროდ თვლით - ბევრი დიდებული ადამიანი და ნოვატორი იღებდა აღიარებას სრული გარიყულობის შემდეგ.

პესიმიზმი - ეს არის სიტყვა, რომელსაც სუსტები სიბრძნეს უწოდებენ. ბევრი რამ განისაზღვრება იმით, თუ რაზეა კონცენტრირებული თქვენი ყურადღება. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ მარტო პრობლემებზე და შეიქმნათ მსხვერპლის იმიჯი, ან შეგიძლიათ გააკეთოთ აქცენტი რამე უფრო პოზიტიურზე და დაინახოთ ცხოვრების ცვლილება უკეთესობისკენ. პრობლემებზე კონცენტრირებისას ჩვენ ვკეტავთ გზას დადებითი ცვლილებებისაკენ. დაიწყეთ ძირითადით - შეწყვიტეთ პრობლემებზე ფიქრი და გაათავისუფლეთ ადგილი დადებითი ემოციებისთვის.



ოცი წლის შემდეგ თქვენ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ამიტომ ნუღარ ყოყმანობთ, მოსცილდით უსაფრთხო ნაპირს. შეიმეცნეთ, იოცნებეთ და აღმოაჩინეთ.


წყარო -
4motivi.com


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016