reportiori.ge - რევაზ ნადოი: ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ აღიარა, რომ მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:14
სამართალი
რევაზ ნადოი: ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ აღიარა, რომ მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა
10 თებერვალი, 2015. 16:17


 

პროკურორმა რევაზ ნადოიმ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებულმა ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ აღიარა, რომ მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.



პროკურორის თქმით, დღევანდელ ჩვენებაში ჩაჩუამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ექსპერტიზის დროს პრიორიტეტი მიანიჭა ბიომასალის დალუქვას და არა უშუალოდ გვამების დათვალიერებას.



ეს ასახულია ვიდეომასალაზეც, ექსპერტის პირდაპირი მოვალეობაა, იმუშაოs გვამებთან და გამოიკვლიოs თითოეული დაზიანება. ჩაჩუამ ბევრი ისაუბრა, თუ როგორ წარმატებულად და ჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობები, თუმცა მარტივ კითხვაზე გასცა შემდეგი პასუხი, რაც მიმაჩნია აღიარებად. კერძოდ მან თქვა, რომ პიროვნულად მეტი პრიორიტეტი მიანიჭა ბიომასალის დალუქვას და არა უშუალოდ გვამების დათვალიერებას", - განაცხადა რეზო ნადოიმ.



ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დღევანდელი ჩვენებით გაბათილდა ის ბრალდება, რომელიც ლევან ჩაჩუას წარდგენილი აქვს. ადვოკატის განცხადებით, ჩვენებით არ დასტურდება, რომ ექსპერტმა არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.


 

მან ვრცლად უპასუხა ყველა იმ კითხვას, რაც შეეხებოდა უსუპოვისა და ჟვანიას გვამების გამოკვლევას. აღნიშნა, რომ ორივე გვამი მან სანიტრების მოსვლამდე დაათვალიერა. სანიტრების მოსვლის შემდეგ კი მთლიანად დაათვალიერეს ცხედრები. სანამ ჟვანიას თავისი მეუღლე ეფერებოდა, ამ პერიოდში ჩაჩუამ უსუპოვის გვამი დაათვალიერა. ხოლო როცა გულშემატკივრები გავიდნენ პროზექტურიდან, შემდეგ მოხდა ჟვანიას გვამის დათვალიერება. ამ შემთხვევაში გამოირიცხა როგორც ერთზე, ისევე მეორეზე რაიმე დაზიანებების ნიშნები, რომელიც სიცოცხლის პერიოდში შეიძლება ყოფილიყო მიყენებული, გარდა ერთისა - ტუჩის არეში მიყენებული დაზიანება იყო სიკვდილის შემდგომი დაზიანება და ეს ლევან ჩაჩუამ ძირფესვიანად ახსნა", - განაცხადა ტაბიძემ.



მისი თქმით, ლევან ჩაჩუამ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით გააბათილა პროკურატურის მოწმის, ექსპერტ კახაბერ ერისთავის ჩვენება, თითქოს ცხედარზე არსებული დაზიანება იყო სიცოცხლის დროს მიყენებული.



ადვოკატის განცხადებით, ჩაჩუამ დაადასტურა, რომ ტუჩის არეში მიყენებული დაზიანება ჟვანიას ცხედარზე გარდაცვალების შემდგომი დაზიანება იყო.



ბრალდებულ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 18 თებერვალს, 12.00 საათზე განახლდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016