„მიმაჩნია, რომ ასეთი მოვლენები არ უნდა ხდებოდს. ცალკეული მოქალაქეები თუ არღვევენ წესრიგს, ეს არაფერ შუაშია ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები წესრიგს უზრუნველყოფენ ", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში, ზუგდიდში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას. უმრავლეობის წევრი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის აგრესია დაუშვებელია, რადგანაც ეს არჩევნების მშვიდად და სამართლიან გარემოში ჩატარებას ხელს შეუშლის.
„შეიძლება ზუგდიდში ძალიან ბევრი ადამიანია განაწყენებული „ნაციონალურ მორძაობაზე", თანავუგრძნობ, მაგრამ გამოხატვის ეს ფორმა მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ასეთ ფონზე წარიმართოს არჩევნები."-განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
ლევან ბერძენიშვილი იმასაც გამორიცხავს, რომ დღევანდელი აქცია ზუგდიდის გამგებლის მიერ იყო დაგეგმილი. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ინტერესში ძალადობის დაგეგმვა არ შედის.