reportiori.ge - ზვიად ბერაძე - დრო არ აქრობს ტკივილს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:41
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ზვიად ბერაძე - დრო არ აქრობს ტკივილს!
ავტორი:
11 თებერვალი, 2015. 14:08

 

 

 

ექვსი თვე გავიდა იმ ტრაგიკული და ცრემლიანი დღიდან.


ჯერ იყო გაოგნება, მერე ტკივილი, მერე იმედი - ვაითუ, სიმართლე არ არის. მერე ბევრი ცრემლი და საშინელი უმწეობის განცდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას არ აღმოჩნდი და მეგობარი ვერ გადაარჩინე.


ზვიადი ჩემი და თქვენი მეგობარი იყო. თქვენ რამდენიმე წლის წინ გაიცანით, მე მთელი ცხოვრება ვიცნობდი; თქვენ რამდენიმე წელიწადში მოასწარით იმ დიდი გულისა და სიყვარულის დანახვა, რასაც ეს გულიანი და უღალატო ბიჭი ხან გამოხატავდა და ხანაც - ვერა.


კაცები ციხეშიც კაცებად რჩებიან.


21 მაისს როცა დაიჭირეს, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა ჯოჯოხეთი და ცოდვა-მადლის გაკითხვა ტრიალებდა გლდანის მერვე საპყრობილეში. დავემშვიდობეთ და წავიდა... მერე იყო სასამართლო სხდომები და ჩვენი გამხნევება, - ნუ გეშინიათ!!!


გულის სიღრმეში გვეშინოდა, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს კრიმინალების გვერდით რა ელოდა, არავინ ვიცოდით, მაგრამ იმასაც ზუსტად ვხვდებოდით, რომ ვერავინ ვერაფერს წამოაძახებდა და არც თავს დააჩაგვრინებდა ვინმეს.


საპროცესოს სთავაზობდნენ ბრალის აღიარების სანაცვლოდ. გვარს არ დავასახელებ და ერთი ცნობილი ადვოკატი მეგობრულად „ურჩევდა", შეწყალება დაწერე და ერთ კვირაში სახლში იქნებიო. არ დაწერა, არ სჭირდებოდა სხვების ნაბოძები შეწყალება. სამშობლოს სიყვარულისთვის დაკავებულ გულიან ბიჭს რა ჰქონდა შესაწყალებელი?


გათავისუფლებამდე მხოლოდ ორი თვით ადრე გადაიყვანეს მატროსოვზე.


ორი წლის მერე, როცა ციხე სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დატოვა, სამართლიანობის ზეიმის იმედი ჰქონდა.


მერე იყო გაუთავებელი ინტერვიუები, შეხვედრები, აქციები და ერთადერთი მოთხოვნა - აღდგეს სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენას დააგვიანდა.


გულგატეხილი ჩანდა, მაგრამ ჩემთან მაინც არ იმჩნევდა, მაინც იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას პოლიტპატიმრები გაახსენდებოდა, დააფასებდა, საშველს გაუჩენდა, იმ ხალხს დასჯიდა, ვინც მათ დაკავებაში მონაწილეობდა.


დააგვიანდა სამართალს. მეტიც - უსამართლობის ზეიმი იდგა საქართველოში. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დანანებით მითხრა, - მგონი, ტყუილად ვიბრძოლეთ და ვიწვალეთ ამდენი, კაცი არც დამნახავია და ამდენი უმადურობისა და უსამართლობის შემხედვარე, ლამის გული გამისკდესო. ეს მაშინ იყო, როცა ის პირი, ვინც ზვიადი დაიჭირა, იარაღი ჩაუდო და ციხეში ხელის აუკანკალებლად გაუშვა, დააწინაურეს და იმავე რაიონში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს.


- ქუჩაში რომ შემხვდეს, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო!!!


ზუსტად ვიცოდი, ასეც იქნებოდა, ამიტომაც ვცდილობდი, გამეიოლებინა, - დადგება დრო და ყველა დამნაშავე დაისჯება-მეთქი.


სწორედ იმ დღეებში მომითხრო ის საშინელი ისტორია, რომელსაც პირველად ვყვები საჯაროდ:


გლდანის ციხე 26 მაისის აქციების წინ ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილს და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს განსაკუთრებით ელოდებოდა. კარანტინშიც მარტო, „ფუქსებში" ჰყავდათ გამწესებული. გლდანის ციხის ცნობილ ჯალათს, ვიქტორ ყაჭეიშვილს მისი სამაგალითო დასჯა გადაუწყვეტია. კარანტინიდან ცალკე გაუყვანია იქ, სადაც მას ყაჭეიშვილის „შავები" ელოდებოდნენ. ლოგიკურად, ყოფილი პოლიციელის „შავებთან" შეყვანა, ციხის დაუწერელი კანონია, უეჭველი ზვიადის სიკვდილით უნდა დასრულებულიყო. - სამნი იყვნენო, ორი საათი ველაპარაკე გაუჩერებლივო. ჩავეძიე, - რაზე-მეთქი? და, - ეგ ქალების საქმე არ არისო. ორი საათის მერე ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოთვალით უყურებდა საკანში მიმდინარე მოვლენებს, მოთმინება დაუკარგავს, საკანში შევარდნილა და „შავები" კინწისკვრით გამოუყრია, - თქვენი კრიმინალობის რა ვთქვი, პოლიციელმა დაგკერათო.


ბოლო დროს ყველაზე მეტს ემზარ კვიციანზე დარდობდა, - ციხეში გამოამწყვდიეს და უდანაშაულო კაცს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება არ შეუძლიაო. კოდორის ხეობა გამორჩეულად უყვარდა, აგვისტოს ომის დროს კოდორში იბრძოდა. უკვე ქუთაისში ჩამოსული უკან გაბრუნდა, - ჩარჩენილმა ბიჭებმა ხმა მიაწვდინეს, ალყაში ვართ, ორი დაჭრილი გვყავს, კაცი არაა ჩვენი მომკითხავი, იქნებ დაგვეხმაროო. ღამით ჩამოსული დილით ისევ წავიდა და უკან პოლიციელებთან ერთად დაბრუნდა. მერე მინისტრის საჩუქარი - მედალი და სამახსოვრო საათი - დააბრუნა: წაგებულ ომში ჯილდოებს არ იღებენო და სამსახურიც დატოვა.


ასეთი ბიჭი იყო ჩემი და თქვენი მეგობარი ზვიად ბერაძე!!!


სამართლიანობის აღდგენა კი გვიან, მაგრამ მაინც დაიწყო.


უშენოდ დაიწყო, ზვიად!!!


დარჩა ცრემლი, მარტოობა და მეგობრის დაკარგვით გამოწვეული უსაშველო ტკივილი.


დარჩა კაი კაცის სახელი - ზვიად ბერაძე!


და ხსოვნა, რომელიც მარადიული იქნება, სანამ შენი მეგობრები ცოცხლები ვართ!!!


მეგობრების სახელით, ელისო კილაძე

გაზეთი „ქრონიკა +"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016