reportiori.ge - ალენ დელონი: ქალებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს კარიერაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:12
კულტურა
ალენ დელონი: ქალებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს კარიერაზე
ავტორი:
11 თებერვალი, 2015. 16:58





„წარმატება რომ გქონდეთ, უნდა გააკეთოთ ის, რისი კეთების სურვილიც ნამდვილად გაქვთ", - ასე განმარტა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა საკუთარი წარმატების რეცეპტი. ამის შესახებ ალენ დელონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.



„ჩემი პრივილეგია იყო ის, რომ ვაკეთებდი იმას, რაც ძალიან მიყვარდა", - აღნიშნა ალენ დელონმა.

 

 

დელონის თქმით, მსახიობობა 58 წლის წინ დაიწყო და ბევრი ადამიანი ვერ დაიტრაბახებს, რომ ამდენი ინტერესი 58 წლის შემდეგ კიდევ შეიძლება არსებობდეს.



მსახიობმა პრესკონფერენციაზე მის ცხოვრებაში ქალბატონების როლსა და მათ მიმართ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. „იდეალური ქალი ჩემთვის არის ის ქალი, რომელიც მიყვარს", - აღნიშნა ალენ დელონმა.


 

„დღეს არ მყავს ერთი, რომელიც მიყვარს. დღეს მყავს მრავალი. მართალია რომ ქალებმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს ჩემს კარიერაზე. სიმართლე გინდათ იცოდეთ? სამხედრო სამსახურიდან რომ დავბრუნდი, 23 წლის ვიყავი, აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად არამიშავდა. ბევრი ქალი იყო ჩემს გარშემო, მათ შორის, რამდენიმე მსახიობი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და როგორც წესი, ისინი ჩემზე 8-10 წლით უფროსები იყვნენ. მათ ყველაფერი მასწავლეს და ყველაფერი მომცეს, რისი მოცემაც შეიძლებოდა. მათი წყალობით გავხდი ის, ვინც ვარ. ცხოვრებაში ასე რომ არ გამმართლებოდა, ალბათ დღეს აქაც არ ვიქნებოდი", - აღნიშნა ალენ დელონმა.



ქართველმა ჟურნალისტებმა მსახიობის რომი შნაიდერისადმი მიძღვნილი წერილიც გაიხსენეს და დაინტერესდნენ, ახლა რას ეტყოდა ალენ დელონი რომი შნაიდერს?


 

"მე მას ვეტყოდი, რომ ის ყოველთვის ჩემს ცხოვრებაშია და ჩემს გულში. ის ნამდვილი პირველი ქალბატონი იყო ჩემს ცხოვრებაში", - აღნიშნა ფრანგმა მსახიობმა.



დღევანდელ პრესკონფერენციაზე მსახიობმა ასევე განაცხადა, რომ მასზე ზეგავლენა მოახდინეს რეჟისორებმა რენე კლემანიმ, ვისკონტიმ და მელვილიმ. მისივე თქმით, სამი ტიპის რეჟისორები არსებობენ - გენიოსები, საშუალონი და არარაობები.


 

"უფრო მეტი არარაობები არიან, ვიდრე გენიოსები. არარაობებთან მე ცოტა მკაცრი ვარ, საშინელიც კი", - დასძინა მსახიობმა.



ამჟამინდელ საქმიანობაზე საუბრისას, ფრანგმა მსახიობმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი პროექტი აქვს.



შეგახსენებთ, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა და ხვალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება.


 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016