reportiori.ge - რა ბედი ელის თქვენს ფეისბუქ-გვერდს თქვენი სიკვდილის შემდეგ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 11:53
სხვადასხვა
რა ბედი ელის თქვენს ფეისბუქ-გვერდს თქვენი სიკვდილის შემდეგ?
ავტორი:
13 თებერვალი, 2015. 15:20

 

 

ხუთშაბათს „facebook"-მა ახალი ფუნქცია დააანონსა. მისი საშუალებით მომხმარებელს შეეძლება,  აირჩიოს და დანიშნოს  თავისი „მემკვიდრე"- ის, ვინც  უფლებამოსილი იქნება, facebook-მომხმარებლის გარდაცვალების შემდეგ მის timeline-ზე მოქმედებები განახორციელოს. კერძოდ, გამოაქვეყნოს პოსტი დაკრძალვის შესახებ. მემკვიდრე  ვერ შეძლებს იმოქმედოს, როგორც გვერდის მეპატრონემ, ნახოს მისი პირადი მიმოწერა და ა.შ., მაგრამ შეძლებს ახალი მეგობრების დამატებას, პროფილის და „cover" ფოტოების შეცვლას, ახალი ალბომის შექმნას, ახალ მეგობრებთან  ჩათში საუბარს.

აქამდე,  შესაძლებელი მხოლოდ პროფილის  „გაყინვა"იყო. მას შემდეგ, რაც „ფეისბუქის" ადმინისტრაციას აცნობებდნენ, რომ პროფილის მეპატრონე გარდაიცვალა, გვერდი უქმდებოდა, ან უცვლელი რჩებოდა. გარდა ამისა, გაყინვა გულისხმობდა იმასაც, რომ გვერდი search-ით აღარ იძებნებოდა და მფლობელის დაბადების დღე და სხვა თარიღების შესახებ ცნობა აღარ ჩნდებოდა მეგობრებთან.

ამიერიდან, ახალი ფუნქციის გასააქტიურებლად, ანუ „მემკვიდრის" დასანიშნად, უნდა მონახოთ  ფუნქცია Legacy Contact და  იქიდან აირჩიოთ თქვენი ერთ-ერთი მეგობარი. ასევე შეგიძლიათ, დაწეროთ თქვენი გამოსამშვიდობებელი სიტყვა.....

მას შემდეგ, რაც „facebook"-ს ეცნობება თქვენი გარდაცვალების შესახებ, ტექსტი გამოქვეყნდება თქვენს გვერდზე, ხოლო „მემკვიდრე" შეუდგება მასზე დაკისრებული  „მოვალეობის" შესრულებას.



წყარო - postalioni.com


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016