reportiori.ge - გია კობაური: Wi-Fi და მობილური ტელეფონი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 12:04
სხვადასხვა
გია კობაური: Wi-Fi და მობილური ტელეფონი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა
ავტორი:
14 თებერვალი, 2015. 10:27


 

 

 

საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ-ერთი შემქმნელი გია კობაური ჟურნალ თბილისელებთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკაბელო ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობა (მოდემი), რომელიც ბევრ ჩვენგანს სახლში გვიყენია, არის ოცდამეერთე საუკუნის შავი ჭირი, რომლის შემოტანა და გაყიდვაც, წესით, აკრძალული უნდა იყოს სამთავრობო დონეზე.



კობაურის თქმით, საქართველოში არსებული მობილური ტელეფონების სიხშირე დასაშვებს ბევრად აღემატება, რაც ადამიანის ორგანიზმში საზიანო ცვლილებებს იწვევს.



 „ეს მოწყობილობა 24 საათის განმავლობაში გამოასხივებს მილიონობით მაღალი ძაბვის ელექტრომაგნიტურ მუხტს, რომელიც გროვდება სახლში არსებულ სხვადასხვა ავეჯზე, ინვენტარზე და, საბოლოოდ, თავს იყრის ადამიანის სხეულზე სისხლში არსებული პლაზმის რკინის უჯრედები იმუხტება ელეტრული დენით, რაც იწვევს სისხლის პლაზმის დაშლას, ზურგისა და თავის ტვინის ფუნქციის მოშლას და გულის შეტევებს.
ის სიხშირე, რომელიც დღეს მობილურ ტელეფონებშია, დაახლოებით, 2 გიგაჰერცია, ანუ 2 მილიარდი ჰერცი და სახიფათოა იმდენად, რამდენადაც ადამიანის ორგანიზმში იმავე სიხშირის ულტრაბგერას აღძრავს. ელექტრული ველი მოქმედებს ნებისმიერ ატომზე, მოლეკულაზე.
ახლა ევროკავშირმა და საქართველომაც მიიღო 10-ჯერ მეტი დასაშვები სიმძლავრე, ანუ 10 მიკროვატი სანტიმეტრ კვადრატზე: მობილულ ტელეფონებს დასჭირდათ სიმძლავრის გაზრდა. ეს დასაშვებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დასაშვებ ნორმას ძალიან ხშირად აჭარბებენ, რადგან მობილური ოპერატორების ხელშია სიმძლავრის გაზრდა.  ჩვენთან, ფაქტობრივად, არანაირი კონტროლი არ არსებობს.  ევროპაში დაშვებულია 20-ვატიანი სადგურები. გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოაგზავნა წარმომადგენელი, რომელმაც გაზომა და დაადგინა, რომ ზოგან სიხშირე ზღვარს ქვემოთაა, ზოგან -  ზღვარს ზემოთ. მაგალითად, სახლის აივნებსა და სამზარეულოებშიც კი 15 ვატია, 10-ის ნაცვლად."- განაცხადა კობაურმა.


 

 

(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016